logo_geo
ნინო კობახიძე: არ მენანება 2 მლ ლარი იმ თაობისთვის, რომელმაც ბიუჯეტი 20 მილიარდი უნდა გახადოს!
- +

3 ივლისი. 2018. 01:01

 

 

ამერიკული Global Benefits Group-ის წარმომადგენელი სადაზღვევო კომპანია Global Benefits Georgia-ს ხელმძღვანელი ნინო კობახიძე სოციალურ ქსელში წერს:

 

„მე არ მენანება 2 მლ ლარი იმ თაობის გაგრილებაში გამოცდებისას, რომელმაც 20 მილიარდი უნდა გახადოს ამ ქვეყნის ბიუჯეტი მინიმუმ 5 წელიწადში!

კონდიციონერების ფულს ნუ დავითვლით ამაზე მნიშვნელოვანს ეხლა ამ ბავშვებს ვერაფერს გავუკეთებთ!

 

გამოცდების გადმოტანა გაზაფხულზე კი არა მთელი რეფორმების რესურსები ამოვქოქოთ და ეს სისტემა გამოცდების და აბიტურიენტების მიღების წესები გადავულოცოთ უნივერსიტეტებს მკაცრი ბიუჯეტირებისა და კრიტერიუმების წესებით-რეალურად დავუახლოვდეთ ევროპას, ამერიკას და ბრიტანეთს სადაც უნივერსიტეტებში უპრობლემოდ ხვდებიან ჩვენი ბავშვები სწორი მოთხოვნებით, ასეთი გამოცდების გარეშეც. ფინანსები არ ყოფნით თორემ უკან მოუხედავად გაიქცეოდნენ იქ სასწავლებლად. (გაიარა ამ გამოცდების ეპოქამ)“, - წერს კობახიძე.

 

 

big_banner
არქივი