logo_geo
ირაკლი გოგავა: საქართველოს ცნობილი ადამიანების უმრავლესობა დუმს ამ პრობლემაზე...
- +

3 ივლისი. 2018. 11:59

 

 

„საქართველოს ცნობილი ადამიანების უმრავლესობა დუმს ამ პრობლემაზე. ამიტომ გაგაცნობთ, რას ამბობენ უცხოეთის ცნობილი ადამიანები“, - წერს სოციალურ ქსელში „საქართველოს განვითარების ლაბორატორიის“ ხელმძღვანელი ირაკლი გოგავა და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ნარკომანია არის უარის თქმა ყველაფერ იმაზე, რასაც ამერიკა ჰქვია“. - რონალდ რეიგანი

 

„ერიდეთ ნარკოტიკს! უდავოა, ის არის ყველა ბოროტების გასაღები“. - მუჰამედი

 

„მომენტი, როცა ნარკოტიკს იღებ არა იმისთვის, რომ კარგად იყო, არამედ იმისთვის, რომ ცუდად არ იყო, ძალიან მალე დგება“. - ედიტ პიაფი

 

„ადამიანები ამბობენ, რომ ცხოვრება ხანმოკლეა და მე ვხედავ, რომ ისინი მას თავად ამოკლებენ“. - ჟან ჟაკ რუსო

 

„ყველა ნარკოტიკი დროის ფუჭი კარგვაა. ის შლის თქვენს მეხსიერებას, საკუთარი თავის პატივისცემას და ყველაფერს დაკავშირებულს თავმოყვარეობასთან“. - კურტ კობეინი

 

„ნარკომანია არის სიკვდილით მრავალწლიანი ტკბობა“. - ფრანსუა მორიაკი

 

„ვინც ამბობს, რომ ზომბებს არ იცნობს, მას არ უნახავს ლოთი და ნარკომანი“. - დარიუსი

 

„თუ შენ გაქვს ნარკოტიკი, შენ მისი პატრონი ხარ. თუ შენ ის მიიღე, ის ხდება შენი პატრონი“. - გარუნ აღაცარელი

 

„ნარკომანები კომუნისტებივით არიან: უყვართ თავის რიგებში ახალი წევრების მიღება“. - აკადემიკოსი ალექსანდროვი

 

„უბრალოდ უთხარი „არა“. - ნენსი რეიგანი

 

„როცა ამბობენ, რომ დაბოლილს არ შეუძლია გააკეთოს ის საქმე, რაც შეუძლია ფხიზელს, ტყუილია! შეუძლია! უბრალოდ დაბოლილი ფიქრობს, რომ არ ღირს დაძაბვა და საქმის გაკეთება“. - ბილ ჰიკსი

 

„ნარკოტიკებთან ექსპერიმენტები სასტენდო სროლას ჰგავს, სადაც სამიზნე შენი თავია“. - მაიკლ ჯოზეფსონი

 

„თრობა წარმოადგენს სიგიჟეს საკუთარი სურვილით“. - არისტოტელე

 

„დამოკიდებულება (მიჩვევა) ადამიანების ტირანია“. - შექსპირი

 

„რჩევა ახალგაზრდებს: იკაიფეთ სპორტით და არა ნარკოტიკებით. თუ თქვენს რაიონში არ არის სპორტული მოედანი - ეშმაკმა წაგიღოთ! გაიჩხირეთ, დაყნოსეთ და მოწიეთ“. - ჯორჯ კარლინი

 

 

 

 

big_banner
არქივი