logo_geo
ზაზა დავითაია: სამართლიანობის აღდგენის ყველა მომხრეს მოგიწოდებთ - მხარი დაუჭირეთ ირაკლი ნადარეიშვილს!
- +

3 ივლისი. 2018. 20:30

 

 

„სრული მხარდაჭერა ირაკლი ნადარეიშვილს!  ყველა რეპრესირებულს, პოლიტპატიმარს, ნამდვილ სამოქალაქო საზოგადოებას და სამართლიანობის აღდგენის ყველა მომხრეს მოგიწოდებთ: მხარი დაუჭირეთ ირაკლი ნადარეიშვილს!“, - ამის შესახებ ჟურნალისტი ზაზა დავითაია სოციალურ ქსელში წერს.

 

„მან საქმით დაასაბუთა, რომ პროკურატურაში სუფთა ხელებით მუშაობა შესაძლებელია!

მან შეძლო სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის მიერ 50-მდე რეპრესირებულის რეაბილიტაცია!

აქეთ მხარეს დგას ირაკლი ნადარეიშვილი; მისი საპირწონე კი - ნაცების ფავორიტი კადრებია!

ირაკლი ნადარეიშვილის მთავარ პროკურორად დანიშვნა ტოლფასია პროკურატურის გაწმენდისა და ამ უწყების ადამიანის უფლებათა დაცვის სამსახურში ჩადგომისა!“ - წერს დავითაია.

 

 

big_banner
არქივი