logo_geo
გია მაისაშვილი: იცოცხლეთ სრულად, ნუ მოგერიდებათ... სიცოცხლე მშვენიერია!
- +

5 იანვარი. 2017. 22:59


 

 

გია მაისაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

„შობა ახალ წელს გილოცავთ ყველას... განსაკუთრებით კი მათ ვინც გაჭირვებულია ფიზიკურად, მატერიალურად, ემოციურად. თითქმის ყველანი ვართ გჭირვებულნი, რაღაცა დოზით და ამ მრავალმხრივ გაჭირვებასთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში თავად მყოფს მსურს, გაგიზიაროთ ჩემი სტრატეგია და წახალისება:

1. ოჯახისა და თემის თანადგომა უმთავრესია;

 

2. აქტიური რწმენა გამარჯვების, დამარცხების არ დაშვება;

 

3. კვალიფიციური და პაციენტის ინტერესის მქონე ექიმთა ჯგუფი ;

 

4. იღბალი;

 

 ამ ოთხივე ამუნიციის სიუხვეს გისურვებთ. ოღონდ არ შეშინდეთ! - „შიში ვერ იხსნის სიკვდილსა, ცუდია დაღრეჭილობა".  ბრძოლა ბოლომდე გაბედული და გამარჯვება მოვა. თქვენ კი ვისაც ფიზიკური გასაჭირი არ გადგიათ, გააცნობიერეთ რა ბედნიერი ხართ, გაიღიმეთ, რა დროს დარდი და დეპრესიაა?! სიცოცხლე მშვენიერია. იცოცხლეთ სრულად, ნუ მოგერიდებათ... „პატარა კაცობის" დრო არ არის, წამია წუთი სოფელი",- წერს მაისაშვილი. 


 

big_banner
არქივი