მსახიობი თემურ გვალია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი და პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე ზოოპარკში მივიდა და ზოოპარკის ხელმძღვანელობას სთხოვა, რომ 13 ივლისს რამდენიმე საათით დედალი სირაქლემა ათხოვონ.
გურიელიძემ კი უპასუხა, სირაქლემა არ გვყავსო. გვყავს ემუო.
ბოლო-ბოლო, აქლემი ხომ გყავთ? ათხოვეთ და შემოაჯდეს „გირჩის“ ლიდერი... ჰოდა, გამოვა „სირ-აქლემა“...
და კიდევ: ჯაფარიძემ არ იცის, რომ ცხოველებთან სექსი ისჯება კანონით? მაშინ მაინცდამაინც დედალი სირაქლემა რატომ მოითხოვა?“ - წერს გვალია.