logo_geo
დარეჯან ლიპარტელიანი: საზოგადოებისთვის საშიში ინდივიდები ხართ!
- +

6 იანვარი. 2017. 01:45


 


ჟურნალისტი დარეჯან ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში New Studio-ს მიერ მომზადებულ ვიდეო რგოლს ეხმაურება:

 

„ის ხალხი, ვისაც ცხოველები გეცოდებათ და ადამიანების ტრაგედიაზე ნერვიც არ გიტოკდებათ, ვინც პატრიარქს ლანძღავთ და გარყვნილებას ხოტბას ასხამთ, პატარა ბავშვის ტრაგედიით ვინც აპელირებთ და თქვენი ბინძური ზრახვებისთვის, მის გარდაცვალებას იყენებთ, ვინც ახალი წლის სიმბოლოები, ბავშვებისთვის საყვარელი თოვლის ბაბუა „მკვლელად" აქციეთ და „სანტა მოაკვლევიეთ", გადაუჭარბებლად ვიტყვი რომ გარეწრები და საზოგადოებისთვის საშიში ინდივიდები ხართ!

 

ისე, ცოტა ხნის წინ, საოცრებას ვუყურე, ამ კლიპის ავტორები ტელეეკრანებთან იხტიბარს მაინც არ იტეხდნენ. შემოქმედებად მოიხსენიებდნენ... იცით რა გითხრათ, შვილებო ხომ არ ჯობდა, ის დაუბანელი და ზუნზღლიანი თავ-პირი დაგებანათ, რაც მე დავინახე დღეს ტელეეკრანზე, ნაცვლად იმისა, რომ აგრესიული კლიპით მიგექციათ ხალხის ყურადღება? ეტყობა არაფერს არ წარმოადგენთ თქვენს საქმეში და ეს სიმახინჯეც იმიტომ შექმენით, ყურადღება რომ მიგექციათ... ფუუ თქვენი და თქვენი მეთოდებისაც... ალბათ, ადგებით ხვალ, უტიფრად შეხვალთ ტაძარში და უფალს შენდობას სთხოვთ, ისე თითქოს არაფერი დაგიშავებიათ.... საცოდავები ხართ და ღმერთმა ქნას, რომ უფალმა გაპატიოთ...",- წერს ლიპარტელიანი. 


 

big_banner
არქივი