logo_geo
ბაკურ სვანიძე: ლოგიკის ზეიმია, ხო?
- +

10 ივლისი. 2018. 02:15

 

 

ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ისინი:- ვერ იტანენ ვერაფერს ქართულს! მართლმადიდებლობა გოიმობად მიაჩნიათ! რცხვენიათ რომ ქართველები არიან! ტრადიციებს დასცინიან! ენას აბუჩად იგდებენ! უბრალოდ მაგრად უყვართ ამერიკა, თაყვანს სცემენ ევროპას - ისინი არიან საქართველოს პატრიოტები!

ჩვენ:-  ვამაყობთ ჩვენი ქართველობით! კბილებით ვიცავთ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას, იმის მიუხედავად, შინაგანად ვართ თუ არა რელიგიურები,  რადგან ეს ჩვენი ეროვნული ღირსებაა! მოვითხოვთ, რომ ინგლისურ და არაბულ, თურქულ ენოვანი წარწერები ჩანაცვლდეს ქართული ენით! არ ვაკნინებთ ტრადიციებს,  მიუხედავად იმისა, ვართ თუ არა კონსერვატორები! და ჩვენ თურმე ვართ რუსეთუმეები და გამყიდველები! ლოგიკის ზეიმია, ხო?“ - წერს სვანიძე.

 

 

big_banner
არქივი