logo_geo
ვასილ პაპავა: აი, ესაა პატრიოტი ხალხი და უძლიერესი სახელმწიფო!
- +

10 ივლისი. 2018. 02:41

 

 

ვასილ პაპავა სოციალურ ქსელში წერს:

 

„აი, ესაა პატრიოტი ხალხი და უძლიერესი სახელმწიფო...

 

დღეს გახდა ცნობილი, რომ ისრაელის სპეცსამსახურებმა სირიაში ჩაატარეს სპეცოპერაცია, რომლის მიზანი იყო ებრაელი მზვერავი ელი ქოენის საათის სახლში დაბრუნება.

 

ელი ქოენი რამდენიმე წლის განმავლობაში სირიიდან ისრაელს აწვდიდა სტრატეგიული ხასიათის ინფორმაციას, თუმცა 1965 წელს ის გაშიფრეს, დააკავეს და სიკვდილით დასაჯეს.

 

ბ. ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ გარკვეული პერიოდი ე. ქოენის საათი დაზვერვის შტაბ-ბინაში დარჩება, რათა თანამშრომლებს ჰქონდეთ საშუალება დაათვალიერონ ლეგენდარული მზვერავის ნივთი.

 

შემდგომ საათი გადაეცემა ე. ქოენის ოჯახს“, - წერს ვასილ პაპავა.

 

 

 

big_banner
არქივი