logo_geo
გურამ შეროზია გოგონას მამა გახდა
- +

10 ივლისი. 2018. 16:13

 

ბლოგერი გურამ შეროზია მამა გახდა.

 

 

„ათი ივლისი...

დღე, რომელიც უჩვეულოდ, განსაკუთრებულად და სრულიად განსხვავებულად თენდება.

დღე, როცა სამყარო უფრო ფერადი, პოზიტიური და ოპტიმისტურია.

დღე, როცა უსასრულო ლოდინს ბოლო მოეღო:

დღე,

როცა მამა გავხდი.

მაღალი, მსუქანი 4.2 კგ, არაპუნქტუალური და წაბლისფერთმიანი ელენას მამა.

ძალიან ივაჟკაცეს ექიმებმა, დიდი მადლობა ლიკა ლუაშვილს და „იმედის კლინიკას“.

ახლაც ცოტა შოკში ვარ და ბევრ, უცნაურ და აქამდე განუცდელ შეგრძნებებს განვიცდი...

მადლობა გულშემატკივრობისთვის!“ - წერს გურამ შეროზია სოციალურ ქსელში.

 

 

big_banner
არქივი