logo_geo
სოსო მანჯავიძე: საპონი ამ საქმეს ნამდვილად აღარ უშველის!
- +

10 ივლისი. 2018. 21:04

 

 

თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში წერს:

 

„დღეს სახლში ფაროსანა შემოფრინდა...

დავიჭირე და სახლის აივანზე გავაბრძანე განაჩენის სისრულეში მოსაყვანად. ამ დროს ჩემი შვილი მეუბნება, ეს რა ქენი, ხელი როგორ მოკიდე, სუნს ვერ მოიცილებო.

მართლაც, კაი ხანი ვიბანე საპნით ხელი და ეს უცნაური სიმყრალე ვერაფრით მოვიცილე,

მერე ძმარი მოვიშველიე, სპირტიც გამოვიყენე და გადავრჩი.

საოცარი არსებაა ეს ფაროსანა, საშინლად ყარს, სწრაფად მრავლდება, ყველაფერს ანადგურებს რაც ჯიშიანია და თუ რამე ფრინველი შეჭამს, იმასაც აყროლებს.

რამდენი ასეთი ადამიან-ფაროსანებით ვართ განებივრებულები!

სუნი აუვიდა ქვეყანას მათგან.

ყარან ნაცმოძრაობითა და მისი განაყოფებით, ყარან ნჯე-ოებით, ყარან ლანძღვა-გინებითა და პროვოკაციებით, ყარან საკუთარი ქვეყნის, ხალხისა და ეკლესიის სიძულვილით, უზრდელობითა და აგრესიით.

„ქართულ ოცნებასა" კი იგივე დაემართა, რაც იმ ინდაურებს, ფაროსანას რომ კენკავდნენ გამალებით, კოჰაბიტაციურად აკენკეს ნაც-ფაროსანები და მათსავით აქოთდნენ.

საპონი ამ საქმეს ნამდვილად აღარ უშველის. ძმარი და სპირტი უნდა მივაშველოთ და ბუდეები უნდა მოვსპოთ, სანამ ამ აუტანელი სიმყრალის გამო პირი არ მიიქცია ჩვენგან, ვინც გვიცავდა“, - წერს სოსო მანჯავიძე.

 

 

big_banner
არქივი