logo_geo
გია გაბრიჭიძე: „ახალ მემარჯვენეებს“, ბურჯანაძეს, „ფორუმს“ და ა.შ. ჰკითხეთ, საახალწლო პახმელიიდან როდის გამოვლენ?
- +

6 იანვარი. 2017. 14:10



ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„გინდათ ისე თქვით და გინდათ ასე, დღეს საქართველოში ერთადერთი არასაპარლამენტო პოლიტიკური ძალა, რომელიც ახერხებს მუდმივად იყოს საზოგადოების ყურადღების ცენტრში, როგორც კრეატიული, ასევე გარკვეულწილად საკმაოდ საინტერესო აქციებით, არის „გირჩი".

 

დანარჩენების ფონზე ისინი მუშაობენ და მხოლოდ არჩევნების წინა კვირაში არ გვევლინებიან უკვე მრავალჯერ ყელში ამოსული და სასაცილომდე დასული განცხადებებით: საარჩევნო კანონი არ ვარგა! და არჩევნები გაყალბდება!

 

მარიხუანის შესახებ მე უკვე დავაფიქსირე ჩემი სასტიკად უარყოფითი პოზიცია. ამ ახალ აქციასთან მიმართებაში კი ვიტყვი, რომ საინტერესოა.

 

არ დამიწყოთ ახლა უაზრო კომენტარების წერა, ეგენი ყოფილი „ნაცები" არიან, ჯაფარიძე წამლების რეკლამასავით ჩქარა ლაპარაკობს და სხვა მსგავსი რაღაცეები. სტატუსი კიდევ ერთხელ წაიკითხეთ და მე კი ნუ გამაკრიტიკებთ, „ახალ მემარჯვენეებს", ბურჯანაძეს, „ფორუმს" და ა.შ. ჰკითხეთ, საახალწლო პახმელიიდან როდის გამოვლენ?

 

თემები უამრავია, დაწყებული ისევ და ისევ საბანკო სექტორიდან, დამთავრებული საარჩევნო სისტემით.

 

ხომ ხედავთ, აღარ არის საჭირო 300 000-იანი და ფოთოლჩამოუვარდნელი აქციები. რაც შეეხება ფინანსებს - ბიუჯეტიდან საკმარის თანხას ღებულობენ, მხართეძოზე რომ არ იყვნენ წამოწოლილნი", - წერს გაბრიჭიძე.






 

big_banner
არქივი