logo_geo
მზია წიკლაური: საოცრად ლამაზი - აფხაზეთის ომის დროს დაუხვრეტიათ!..
- +

11 ივლისი. 2018. 00:40

 

 

Facebook-მომხმარებელი მზია წიკლაური სოციალურ ქსელში წერს:

 

„ყველასთვის საყვარელი სიმღერა, რომელსაც ოთარ რამიშვილი მღეროდა ხომ გახსოვთ - ,,ყველა ქალი ხომ ლამაზი არის, ლამაზი არის თავისებურად...“ და ამ სიმღერის ტექსტის ავტორი  სოხუმელი პოეტი ქალი, ეთერ სამხარაძე-ჯღამაძე ყოფილა, თვითონ საოცრად ლამაზი - აფხაზეთის ომის დროს დაუხვრეტიათ... !

ქალი

რომ არ დაუჭკნოს სული დარდებმა,

ქალს გაფრთხილება მარადჟამს უნდა,

თორემ შენს ხელში ისე დადნება,

ვითარცა თოვლის უმწეო გუნდა.

ყველა ქალი ხომ ჯადოქარია,

ქალს ნუ ჩახედავ თვალებში მრუდედ,

გახსოვდეთ, ქალი მაინც ქალია,

მოფერება და ალერსი უნდა.

თუ გინდ დღე გქონდეთ მუდამ მზიანი,

ქალს ნუ უღიმი ფარისევლურად,

ყველა ქალი, ხომ ლამაზი არის

ლამაზი არის თავისებურად.

ქალი ყვავილს გავს გიშრის თვალიანს,

ვისი ღიმილიც შენ ასე გსურდა.

ქალი სიცოცხლის ნაპერწკალია

და რომ არ ჩაქრეს,სხვა სითბო უნდა.

ქალი მზე არის, არა მყინვარი,

ქალს ნუ შეხვდებით განრისხებული.

ყველა ქალი ხომ ამაყი არის,

ამაყი არის თავისებურად.

ქალი ფარია, ქალი ხმალია,

შენი მხსნელი და თარეში მუდამ,

გახსოვდეთ, ქალი მაინც ქალია,

სიყვარული და ალერსი უნდა

ეთერ ჯღამაძე

ეთერ ჯღამაძე იყო აფხაზეთის ინტელიგენციის წარმომადგენელი, ცნობილი პოეტი, სასიქადულო მოქალაქე, გამორჩეული პიროვნება, რომელიც 1993 წლის ოქტომბერში სოხუმის დაცემის შემდეგ აფხაზმა სეპარატისტებმა 9 აპრილის მემორიალთან ვერაგულად დახვრიტეს. მოკლეს პოეტი ქალი, რომელიც გულწრფელად უმღეროდა სიცოცხლეს, სიყვარულს, აფხაზეთსა და მთელ ქვეყნიერებას“, - წერს წიკლაური.

 

 

big_banner
არქივი