logo_geo
დიმიტრი ჩხეიძე: დეგოლი, სტალინი, ბერია, რუზველტი, ჩერჩილი ერთად აღებული - ექვთიმეს ფრჩხილის ფასადაც არ ღირნან!
- +

11 ივლისი. 2018. 01:36

 

 

„მადლობა მთელ გადამღებ ჯგუფს ლაშა ონიანს  - ექვთიმეს ლაშქარს , უდიდესი სიამოვნება მომანიჭა, „ექვთიმე ღვთისკაცის“ ყურებამ“ ,- ამის შესახებ Facebook-მომხმარებელი დიმიტრი ჩხეიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„ყველა ერს გადაუტანია განსაცდელი, მაგრამ ჩვენ ქართველები ერთით განსხვავდებით ამ განსაცდელში გამოწრთობილები ფოლადად მაინც ვერ ვიქეცით, სულ ერთი და იგივე ქაქში ვართ.

 

გადამღებ ჯგუფს კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, ვფიქრობ ძია სტალინის ასეთ კეთილ ბიძიათ წარმოდგენა არ იყო უპრიანი, განსაკუთრებით დღეს! თუ მაინდამაინც აუცილებელი იყო ის კადრი დეგოლთან ისიც უნდა დაგეყოლებინათ , რომ ეს იყო მხოლოდ ექვთიმეს უდიდესი ქართველის ღვაწლი! დეგოლი, სტალინი, ბერია, რუზველტი, ჩერჩილი ერთად აღებული - ჩვენთვის ქართველთათვის ექვთიმეს ფრჩხილის ფასადაც არ ღირნან!  თუ მაინდამაინც ყველა დეტალი გინდოდათ გადაგეღოთ ფილმი რეალურად ისე დაგემთავრებინათ, როგირც ეკადრებათ ამხანაგ კომუნისტებს!

 

- სამშობლოში ერისათვის დამაშვრალი მოღვაწე პატივით მიიღეს, აღადგინეს თბილისის უნივერსიტეტში პროფესორად, აირჩიეს აკადემიის წევრად. მაგრამ დიდხანს არ გასტანა ექვთიმეს სიხარულმა. საბჭოთა ხელისუფლებამ ბრძოლა გამოუცხადა – გაათავისუფლეს საქართველოს ისტორიის პროფესორის თანამდებობიდან, დაუპატიმრეს შვილობილი, რომელთან ერთადაც ცხოვრობდა, თანამშრომლებს აუკრძალეს მასთან მისვლა.

 

აი, ასე, ყველასაგან მიტოვებული გარდაიცვალა 1953 წლის 21 თებერვალს ერის საგანძურის მცველი, საქართველოსთვის დამაშვრალი მოღვაწე ექვთიმე თაყაიშვილი. მისი ნეშტი მცირერიცხოვანმა პროცესიამ მიაცილა ვაკის სასაფლაომდე.

 

ფოტოზე-ზურგით დგას-ექვთიმე თაყაიშვილი. მარჯვნივ-ნოე ჟორდანია. უკანა პლანზე პოლკოვნიკ წერეთლის სახლი ლევილში. მფლობელი - ნიკოლ ჟორდანია“, - წერს დიმიტრი ჩხეიძე და ფოტოს აქვეყნებს.

 

 

 

big_banner
არქივი