logo_geo
ლელა ანჯაფარიძე: ამას რომ ქალი იტყვის, მართლა რა ქალია! ბარბარა ასეთი იყო!
- +

11 ივლისი. 2018. 01:40

 

 

საოპერო მომღერლის ზურაბ ანჯაფარიძის ძმისშვილი ლელა ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს:

 

„ძალიან დილა მშვიდობის!

სწორედ ამ დღეს, 1925 წლის 8 ივლისს დაიბადა ერთი ქალბატონი, ბარბარა პირსი... დააკვირდით მის გვარს Pierce - ის ინგლისურად ნავსაყუდელს ნიშნავს...

ხოდა, გინახავთ სადმე, ნავსაყუდელი, 2 პრეზიდენტს და ერთ (თანაც კალიფორნიის) გუბერნატორს რომ იტევდეს? ბარბარა ასეთი იყო... ის დადოდა სკოლაში, სადაც ხელთათმანები ან „შლიაპკა“ რომ არ ჩაგეცვა, „შავ სიაში“ შეგიყვანდნენ, 16 წლის ასაკში კი გაიცნო თავისზე სულ 1 წლით უფროსი ბიჭი, ჯორჯ ბუში... აკოცა და მერე განაცხადა, რომ „ის ცოლად გაყვა პირველ მამაკაცს, რომელსაც აკოცა“... ასეც იყო... მაგრამ ჯორჯ ბუში ბარბარას სანამ ცოლდ მოიყვანდა, ომში წავიდა და გახდა სამხედრო მფრინავი... და იცით, რა ერქვა აშშ მომავალი პრეზიდენტის 3 თვითმფრინავს? რა თქმა უნდა - „ბარბარა“, „ბარბარა -2“ და „ბარბარა-3“... 1945 წელს ბარბარა და ჯორჯი დაქორწინდნენ... ამ ქორწინების გამო, ბარბარამ მიატოვა აშშ ერთერთ ყველაზე ძველ და პრესტიჟულ კოლეჯში სწავლას... ასე ამბობდა - „მართალი გითხრათ, სწავლა მაინცდამაინც არ მაინტერესებდა. მე მაინტერესებდა მხოლოდ ჯორჯი“... მათ 6 შვილი გაუჩნდათ... ერთს ყველა იცნობთ - აშშ პრეზიდენტი იყო, მამასავით... მას და ბარბარას რაღაცა განსაკუთრებული სიახლოვე ჰქონდათ... ჯორჯის და, პაულინა დაავადდა ლეიკემიით და 4 წლამდეც არ მიაღწია... ბარბარა იხსენებდა, რომ ერთხელ 7 წლის ჯორჯი არ გაყვა მერგობარს სასეირნოდ და ასე თქვა - „დედას უნდა მივხედოო, სევდიანიაო“... „მე სულ ვფიქრობდი, რომ მე ვზრუნავ მასზე და ბოლოს აღმოჩნდა, რომ სინამდვილეში ყველაფერი იყო პირიქით“, - ყვებოდა ბარბარა... როდესაც 2015 წელს ბუშების კიდევ ერთმა შვილმა გადაწყვიტა პრეზიდენტობა, ბარბარამ გაიხუმრა - „გვეყოფა რა, ეს ბუშებიო“... ბარბარას შესანიშნავი იუმორის გრძნობა ჰქონდა . ერთხელ კითხეს - „გაქვთ თუ არა გავლენა საკუთარ ქმარზე?“. ასე უპასუხა - „თუ 47 წელი გათხოვილი ხართ და ქმარზე გავლენა არა გაქვთ, ესე იგი სერიოზული პრობლემები გაგაჩნიათო“... არა და წინ კიდევ რამდენი წელი ქონდათ... ბარბარა ბუში იყო ის ქალი, ვინც იცოდა თეთრი სახლის ყველა მომსახურეს სახელი... ყველას იცნობდა და ამიტომაც აღიარებულია „თეთრი სახლის საუკეთესო დიასახლისად“... და კიდევ, იცით, რატომ მიყვარს - ყოველთვის ამბობდა, რომ თეთრ სახლში ცხოვრება იყო ფანტასტიური და რომ იქ დაბრუნება ენატრებოდა... ერთზე მწყდება გული - ბარბარას 1984 და 1990 წლებში დაუწერია 2 წიგნი თეთრ სახლში ცხოვრების შესახებ, - მისი 2 ძაღლის - სი-ფრედის და მილის გადმოსახედიდან... მე კიდევ ვერ წამიკითხავს... ბარბარა ამბობდა, რომ მზად იყო ყველაფერში დაეჭირა მხარი მეუღლესთვის, 3 გამონაკლისის გარდა - არასდროს არ შეღებადა თმებს, არ შეიცვლიდა სტილს და არ გახდებოდა... გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე, ბარბარამ ინტერვიუ მისცა იმ ელიტარული კოლეჯის პრეს-ცენტრს, რომელიც დატოვა მომავალი მეუღლის სიყვარულის გამო ... მან ასე თქვა - „მე ჯერ კიდევ ძალიან ბებერი ვარ და ჯერ კიდევ შეყვარებული ვარ იმ კაცში, რომელსაც 72 წლის წინ გავყევი... ჯორჯ ბუშმა მაჩუქა მთელი მსოფლიო... მადლობა“... ახლა ამას რომ ქალი იტყვის, მართლა რა ქალია!!! გისურვებთ ბედნიერ და ბარბარა ბუშივით, სიყვარულით სავსე დღეს!!!“ - წერს ანჯაფარიძე.

 

 

big_banner
არქივი