logo_geo
ბაკურ სვანიძე: აი, მართლა თქვენი შუბა დავხიე და თქვენი „ნავაროჩენი“ ლეპტოპები დავლეწე აჰა!
- +

11 ივლისი. 2018. 21:08

 

 

ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ვინც ამას გააკეთებს მაგარ სუფრას ვუკისრებ რესტორანში! კაცმა 70-ზე მეტი ბავშვი მხეცურად დახოცა! რომ დაიჭირეს პირდაპირ განაცხადა:- „ეს იმიტომ გავაკეთე, რომ ჩემს სამშობლოში არ ჩამოეთრიონ ზანგები და მუსლიმებიო!“ - და თუ თქვენ მომიყვანთ თუნდაც ერთ ნორვეგიელს მაინც, ვინც მეტყვის - „აი, ასეთი სამარცხვინოები და ასეთი ქსენოფობები ვართ ჩვენ, ნორვეგიელებიო“ - ვკისრულობ იმას, რაც ვთქვი!

 

საქართველოში კი, მეზობელმა მეზობელს ხუმრობით რომ უთხრას - „შენი შუბა დავხიეო“ და ეს რომელიმე „ჯაან სვტსკი“ ნაშოჩკამ, ან „ენჯეოშნიცამ" გაიგოს, იმ წუთს ატყდება - „აი ქართველები როგორ შუბაფობები ვართ!“ ამას მიემატება, რომ შუბა ცხოველებისგან მზადდება და მერე ცხოველების მხოცველი ველურებიც გავხდებით ქართველები და საერთოდ, დაიწყება იმის მტკიცება,  რომ „შუბის დახევა“ ძველი, ბნელი, სასტიკი და ულმობელი ქართული ტრადიციაა, რომელსაც დღემდე „კრიშავს“ საქართველოს პატრიარქი ილია მეორე! აბა! აი, მართლა თქვენი შუბა დავხიე და თქვენი „ნავაროჩენი“ ლეპტოპები დავლეწე აჰა!“, - წერს სვანიძე.

 

 

big_banner
არქივი