logo_geo
გიორგი ფოფხაძე: ახლა გამოიღვიძეთ და დაინახეთ რომ „ხიხია ბიძიების და დეიდების“ ხელში ეს ტელევიზია?
- +

6 იანვარი. 2017. 15:43



„ახლა რომ ოხრავთ, „საზმაუს" ბორდი არაფრისმაქნისიაო, მე რომ ამდენი ხანია ვყვიროდი და ვიძახდი მოცილდეს ეს ხალხი აქაურობას და საერთოდ „საზმაუს" ახალი კონცეფცია არის დასაწერი-მეთქი, მაშინ რატომ სდუმდით ყველანი და ტუჩისკუთხეში ირონიული ღიმილით შემომყურებდით?" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე წერს.

 

„ახლა გამოიღვიძეთ და დაინახეთ რომ „ხიხია ბიძიების და დეიდების" ხელში ეს ტელევიზია ხოო? ხო და გეკითხებით და გამეცით პასუხი, მე რატომ არ დამიდექით მაშინ გვერდით რამოდენიმე ადამიანის გარდა?

 

ხოდა ახლა დამშვიდდით და ჩხუბის მერე მუშტებს ნუ იქნევთ, როცა მოსაქნევი იყო მაშინ ჯიბეებში ხელჩაწყობილი იდექით...

 

მე კიდევ პირადად ვულოცავ ვასიკო მალაფერიძეს და წარმატებებს ვუსურვებ", - წერს გიორგი ფოფხაძე.




 

big_banner
არქივი