logo_geo
რუსა შელია: ეს იყო ბრძოლა წესების გარეშე...
- +

12 ივლისი. 2018. 16:54

 

 

 

ჟურნალისტი რუსა შელია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„არავინ არასდროს უსაყვედუროს ქართველ ჟურნალისტებს, კითხვის დასმის დროს ნუ ყაყანებთ და ერთმანეთს აცადეთო. ეს იყო ბრძოლა წესების გარეშე. მაგრამ იმასაც ვაღიარებ, ასე ბრძოლით მოპოვებული კითხვის დასმის უფლება ძალიან ტკბილი აღმოჩნდა...

 

P.S. აშშ-ის პრეზიდენტის პასუხისგან მეტს ველოდი, მაგრამ რაც მთავარია, საქართველოსადმი უპირობო მხარდაჭერა ისევ ცალსახად დაფიქსირდა...

 

როგორც ჩანს, ისე გამეტებით ვითხოვდი კითხვის დასმის უფლებას, რომ ბრიფინგის დასრულების შემდეგ, ტრამპის დაცვისგან ეს შოკოლადები საჩუქრად მივიღე. შევინახავ“, - წერს რუსა შელია.

 

 

 

big_banner
არქივი