logo_geo
სოფიკო ხელაშვილი: ცოტა შემრცხვა კიდევაც, რომ აზრად არ მომსვლია „ამოჭირვებულ“ ბალახებს მივშველებოდი!
- +

13 ივლისი. 2018. 17:38

 

„ასფალტზე ან ქვაფენილებს შორის ამოსულ ბალახს - ამოჭირვებულ ბალახს ეძახის და აი, ასე, რწყავს, სადაც კი დაინახავს!“ - facebook-მომხმარებელი სოფიკო ხელაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ფოტოს აქვეყნებს.

 

„მეგობრების შვილია - გიორგი მაჭავარიანი!

საოცრად მომინდა, ეს ფოტო თქვენთვის მეჩვენებინა!

დამეთანხმებით, შეუცნობელია ბავშვის მიერ სამყაროს შეცნობის გზები და წვრილმანში დიდის და მნიშვნელოვანის დანახვის შესაძლებლობა!

ჰო, პირადად მე, ცოტა შემრცხვა კიდევაც, რომ არასოდეს აზრად არ მომსვლია, „ამოჭირვებულ“ ბალახებს მივშველებოდი!“ - წერს ხელაშვილი.

 

 

 

 

big_banner
არქივი