logo_geo
ლელა ანჯაფარიძე: დღეს საოცარი, უთბილესი ვაჟა აზარაშვილი დაიბადა...
- +

13 ივლისი. 2018. 17:40

 

 

„დღეს საოცარი, უთბილესი, უკარგესი, უტკბილესი ვაჟა აზარაშვილი დაიბადა...“ - ამის შესახებ ჟურნალისტი ლელა ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„მისი სიმღერები ერთი დიდი სიყვარულია... რომ ჩაგიჭიკჭიკდება გულში ლამაზად და ვეღარ წავა...

ამას წინათ შემხვდა და გამახსენა - შენი დედიკო - გალიჩკაო (საქართველოს ტელევიზიის საესტრადო გადაცემათა მთავარი რედაქტორი) კვირაში ორჯერ მაინც მირეკავდა ტელეფონით, - „რამე ახალი ხომ არ დაწერეო“ და ახლა ვიღას აინტერესებსო...

არადა, რა სიმღერებია...

მარტო „მზე შემოდგომისა“ - სხვა რომ არა, რა არის...

და „სიყვარულის აბდაუბდა“...

„მზე ჩემი მეგობარია“...

„პატარა გოგონა“...

„ისევ წვიმს“...

„სიმღერაა მთელი ჩემი ქონება“...

 

სიმღერა მართლა არის მთელი მისი ქონება და  ამ ქონების მფლობელია საოცარი და  საამაყო ქართველი, ვაჟა აზარაშვილი...

ასეთი ქართველები თითზე ჩამოსათვლელი გვყავს და უნდა გავუფრთხილდეთ...

იცით, კიდევ რა გამახსენდა, ბატონ ბიძინაზე რომ თქვა - ბოლო 10 წელი მეხმარებოდაო...

როდესაც ადამიანს აქვს მადლიერების გრძნობა, ეს არის უდიდესი ღირსება...

მადლობა და ბოდიში - ამის მსგავსი და ამაზე ღირსეული სიტყვები არ არსებობს...

გისურვებთ ბედნიერ და ვაჟა აზარაშვილივით განსაკუთრებულ დღეს!!!“ - წერს ანჯაფარიძე.

 

 

 

big_banner
არქივი