logo_geo
პაატა ქურდაძე: მიუხედავად იმისა თბილისში ვიმყოფები თუ არა მაინც უნდა ვიხადო გაზის არ არსებული დავალიანება...
- +

6 იანვარი. 2017. 16:16


„ყაზტრანსგაზი" აშკარად იტყუება, დარწმუნებული ვარ, რაღაც აფიორას აკეთებენ. ჩემი ამბავი ასეთია", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მწერალი პაატა ქურდაძე წერს და თავისი ამბოს შესახებ ჰყვება:

 

„ბოლოს გაზის გადასახადი გადავიხადე 5 დეკემბრის საღამოს - ინტერნეტით, კარგად შევამოწმე ყველაფერი - ანგარიში მცირე პლუსით დავტოვე. დილით, 6 დეკემბერს, მთელ სახლში გაზი გადავკეტე, დენი გავთიშე და პარიზში გამოვფრინდი. მას შემდეგ იმ სახლში ფეხი არავის შეუდგამს! დღეს 5 იანვარს, ანუ ზუსტად ერთი თვის შემდეგ გაზრდილ გაზის დავალიანებების გამო ატეხილი აჟიოტაჟის გამო, მეც დავინტერესდი და შევამოწმე ჩემი დავალიანება მათ საიტზე - 76 ლარი მაქვს გადასახდელი! გამოდის, რომ ჩემი მრიცხველი გადაკეტილ გაზზეც ტრიალებს და მიუხედავად იმისა თბილისში ვიმყოფები თუ არა მაინც უნდა ვიხადო გაზის არ არსებული დავალიანება... ან სახლში ფანტომები არიან და იმათ ჩართეს გათბობა... სხვა ახსნას მე ვერ ვხედავ.

 

ხვალ შევეცდები დავრეკო და გავარკვიო, მაგრამ ამ საქმეს აშკარად არ უდის კარგი სუნი.

 

მადლობა ღმერთს ყველაფრის დადასტურება შემიძლია დოკუმენტალურად, ჩემი თვითმფრინავის ბილეთის ჩათვლით. გარდა ამისა სახლში სიგნალიზაციაა ჩართული და დაცვის პოლიციას შეუძლია ოფიციალურად დაადასტუროს, რომ ამ პერიოდში სახლის კარები არ გაღებულა", - წერს პაატა ქურდაძე.




 

big_banner
არქივი