logo_geo
თათია სამხარაძე: შალვამ ჩიხში მომიმწყვდია!
- +

6 იანვარი. 2017. 17:10


 

ჩიხში მიმიმწყვდია, ან სამსახურიდან უნდა წამოვსულიყავი, ან ისე უნდა მომხდარიყო, როგორც მას უნდოდა", - ამბობს მსახიობი თათია სამხარაძე ჟურნალისტ შალვა რამიშვილის შესახებ და ერთ შემთხვევას იხსენებს.

 

„შალვამ მთხოვა მოლში წამეყვანა ჩემი მანქანით, მეორე დღის გადაღებისთვის, რეკვიზიტები იყო საყიდელი. უკვე ადგილზე მითხრა რომ ერთ-ერთი მსახიობისთვის გადაღებისთვის ჩულქი მეყიდა, მე "მიტყდებაო". მომცა თავისი საკრედიტო ბარათი, მე შევედი "კალცედონიაში", შევარჩიე ჩულქი, თვითონ კი ვისკი და წვენები იყიდა კარფურში. უკან როცა დავბრუნდით, მე ნაყიდი ჩულქი მაგიდაზე დავუდე. ისევ დაიწყო თავისი მოთხოვნები. ისევ ვიჩხუბეთ. ბოლოს, ძალიან მკაცრი ტონით მითხრა, მოკლედ ბევრს აღარ გავაგრძელებ, ხვალ 6 საათზე მოდი და მოგ*ნავო და ხელით მომიგდო ის ჩემი ნაყიდი ჩულქი.

 

 

ჩემს ტვინში ყველაფერი დავლეწე ოთახში, დანა დავარტყი, რომელიც არ მქონდა, ვიყვირე, ვიტირე, მუხლებზე დავვარდი... აღმოჩნდა, რომ ჩუმად ვიდექი. რაღაც რომ გინდა თქვა და ვერაფერს ამბობ, ის დამემართა. ჩულქებს ხელი მოვკიდე, კარგი მოვიხურე ძალიან წყნარად და წამოვედი სახლში. ჩიხში მიმიმწყვდია, ან სამსახურიდან უნდა წამოვსულიყავი, ან ისე უნდა მომხდარიყო, როგორც მას უნდოდა. გადასარევი მომენტი ჰქონდა შერჩეული, დასუსტებული, დეპრესიით, ქმარს ახალი გაშორებული, ისედაც მეგონა რომ მთელი სამყარო თავზე მემხობოდა, ვიცოდი რომ ვერასდროს გადავხარშავდი ამ ამბავს.

 

 

მეორე დღეს სამსახურში არ მივედი და 2 საათზე შალვამ რეკვა დაიწყო, რომ მიხვდა რა დონეზე გაბრაზებული ვიყავი ბოდიში მომიხადა, მოდი დავილაპარაკოთო, გააგრძელე მუშაობა და აღარაფერს აღარ გეტყვიო. შალვასთვისაც ძნელი იყო ტასო ბარნოვას დათმობა. გავიფიქრე, კაი წამოვედი, მაგრამ რას ვამბობ ოჯახში, მეგობრებთან, 3 წლიანი კარიერას ხაზი რატომ გადავუსვი, ან ვინ დამიჯერებდა, რომ მომეყოლა, ასე მოხდა თქო?! მაშინ გადავწყვიტე, რომ მეცადა და ჩამეწერა შალვას ნალაპარაკევი.

 

 

მივედი სამსახურში, ჩავრთე ტელეფონი, თან მეშინია, რომ მიხვდეს, რომ ვიწერ, თავზე გადამამტვრევდა ტელეფონს. წყნარი საუბარი დავიწყე, რომ დიალოგში გამომეწვია. დაიწყო აღიარებით. 32 წუთიან აუდიო ჩანაწერში ის ყველაფერზე საუბრობს. წამოვედი სამსახურიდან და მას მერე უკან აღარც მივბრუნებულვარ, არც ტელეფონის ზარებისთვის მიპასუხია", - ამბობს თათია სამხარაძე.



 

big_banner
არქივი