logo_geo
ლელა ანჯაფარიძე: გისურვებთ ბედნიერ, ლამაზ და ნოდარ დუმბაძესავით ნათელსა და ინტელიგენტურ დღეს!
- +

14 ივლისი. 2018. 19:42

 

ჟურნალისტი ლელა ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში ნოდარ დუმბაძის დაბადების დღესთან დაკავშირებით შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„აბა, ახლა მე რა უნდა გითხრათ და  მოგიყვეთ ბუმბერაზ კაცზე, რომ გაგვაბედნიერა დღეს თავისი ამ ქვეყანაზე ლამაზი მობრძანებით... დღეს დაიბადა ნოდარ დუმბაძე... ყველას ჩვენი ნოდარ დუმბაძე გვყავს გულში... საკუთარი... ასჯერ გადაკითხული, ბოლომდე ნაგრძნობი და  გადამოწმებული... საბავშვო ლექსებით დაწყებული... „მარადისობის კანონით“ დამთავრებული...

 

კიდევ უამრავი რამე შემეძლო დამეწერა, მაგრამ მართლა ვერ ვბედავ...

 

ერთს ვიტყვი მხოლოდ - შესანიშნავი მეუღლე ყავს, ქალბატონი ნანული და მხოლოდ მას რომ ეკადრება ისეთი გოგოები - მანანა და ქეთი...

 

უკაცრავად, კიდევ ერთს დავამატებ რაც გულში ჩამრჩა... - ერთხელ ბატონ ნოდარს კითხეს “როგორი უნდა იყოს ნამდვილი ინტელიგენტი?“ და ასე უპასუხა - „არა მგონია, რომ ჩემს ბაბუას, მთელი ცხოვრება სოფელში რომ ცხოვრობდა, გაეგო სიტყვა „ინტელიგენტი“, მაგრამ ის ფეხზე დგებოდა მაშინაც, როცა ეზოდან მეზობელი ბავშვი შემორბოდაო“...

 

გისურვებთ ბედნიერ, ლამაზ და ნოდარ დუმბაძესავით ნათელსა და ინტელიგენტურ დღეს!“ - წერს ლელა ანჯაფარიძე.

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი