logo_geo
ნინო ჯღარკავა: ახლა გაიარა ემოციებმა და ცივ გონებაზე მინდა დავწერო...
- +

14 ივლისი. 2018. 21:36

 

 

„ახლა გაიარა ემოციებმა და ცივ გონებაზე მინდა დავწერო“, - წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„წარმომიდგენია, რა გაბრაზებული იქნება შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, რომელსაც ორი დღე ატყუებდა მისივე დანიშნული კადრები თბილისის პოლიციიდან, ატყუებდნენ, რომ პოლიციის თანამშრომლები არ შესულან კოკა კობალაძის ოჯახში და არ უცემიათ, მინისტრსაც ტყუილი ინფორმაცია გაავრცელებინეს! მე თუ მკითხავ, გაბრაზებულ გულზე ყველა ერთმანეთს უნდა მიაყოლოს! მინისტრს ატყუებდნენ და ჩვენ რას გვიზამენ ესენი. ჩვენ რომ ბოლომდე არ გვეაქტიურა, ამასაც მიფარცხავდნენ! მინდა ბატონ მინისტრს ვუთხრა, რომ ბევრი მაქვს მოსაყოლი მისთვის, ვინ ვინაა და ჩემზე კარგად ბევრმა არ იცის, რა ხდება კულუარებში. მოვა ამის დროც, ყველა თვითონ იტეხს მოსატეხ კისერს“, - წერს ჯღარკავა.

 

 

big_banner
არქივი