logo_geo
თათია სამხარაძე: ჩემი ქორწინება ხანმოკლე აღმოჩნდა...
- +

6 იანვარი. 2017. 17:51


 

მე ვერ ვთმობდი ჩემს კარიერას, არ მინდოდა ქმარზე დამოკიდებული ვყოფილიყავი და მომწონდა, რომ ყველაფერს ჩემით მივაღწიე", - ამბობს მსახიობი თათია სამხარაძე. როგორც მსახიობმა აღნიშნა, მის ხანმოკლე ქორწინებას ხელი, გარკვეულწილად მისმა სატელევიზიო კარიერამაც შეუწყო. მეუღლესთან დაშორების შემდეგ კი დეპრესია დაეწყო.

 

7 -8 თვე, სანამ ქორწინებაში ვიყავი, საერთოდ აღარ ჰქონდა შალვას მხრიდან უკმეხ ხუმრობებს ადგილი. ნერვიულობდა, ჩემს ქმარს სამსახურიდან არ წავეყვანე, თანახმა იყო სცენარებიც კი შეეთანხმებინა მასთან, მაგრამ ესეც ტყუილი აღმოჩნდა. რამდენჯერმე ვითხოვე, იქნებ ძალიან უხამსი ხუმრობები არ დაადოთ ჩემი გადაცემის ქუდს, ჩემი ქმარი განიცდის და ვერ იგებს-მეთქი, მაგრამ მუდმივად "ეპარებოდათ."

 

 

ჩემი ქორწინება ხანმოკლე აღმოჩნდა, რასაც გარკვეულწილად ჩემმა სატელევიზიო კარიერამაც შეუწყო ხელი. მე ვერ ვთმობდი ჩემს კარიერას, არ მინდოდა ქმარზე დამოკიდებული ვყოფილიყავი და მომწონდა, რომ ყველაფერს ჩემით მივაღწიე.


 

ქმართან გაშორების შემდეგ დეპრესია დამეწყო. 3 კვირა ლოგინიდან ვერ ვდგებოდი. შალვამ მძღოლი გამომიგზავნა, კმარა ლოგინში წოლა და დაუბრუნდი სამსახურსო. მეც დავბრუნდი და ანტიდეპრესანტების მიღების ფონზე გავარძელე მუშაობა. ვფიქრობდი სამსახური დამეხმარებოდა მდგომარეობიდან გამოვსულიყავი, თანაც ფინანსურად მე მხოლოდ ჩემს ხელფასზე ვიყავი დამოკიდებული", - აღნიშნა თათია სამხარაძემ.

 

 



 

big_banner
არქივი