მომღერალი ია ჩანტლაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ვგიჟდები საფრანგეთზე! არც ვიცი რამდენი რამ ჩამოვთვალო: ჩემი უსაყვარლესი მხატვრები - კლოდ მონე, მარკ შაგალი თუ ვან გოგი; იმპრესიონიზმი თუ Art Nouveau; პოლ ვერლენი თუ არტურ რემბო; ფრანგული მოდა და სამზარეულო, ფრანგული კინო და კოცნა, პარიზი ბოლო-ბოლო! - შთაგონების ქალაქი მსოფლიოს გენიოსებისთვის.
გარდა ობიექტური გასაგიჟებელი რამე-რუმეებისა, ბევრი მაკავშირებს პირადად საფრანგეთთან, ბევრი ტკბილი და დაუვიწყარი მოგონება!
მაგრამ....
ხვალ ხორვატიამ უნდა მოიგოს!!!“ - წერს ია ჩანტლაძე.