logo_geo
მევლუდ მელაძე: „პრიუსის“ ეკონომიურობა ბლეფია
- +

17 ივლისი. 2018. 11:17

 

ავტომრბოლელი მევლუდ მელაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს ავრცელებს:

 

„პრიუსის“ ეკონომიურობა ბლეფია! - არ დამეზარა და ჩავატარე ექსპერიმენტი. 3 დღე ვმოძრაობ ავტომობილით, რომელიც 100 კილომეტრზე 13-14 ლიტრ საწვავს მოიხმარს, ოღონდ დავდივარ ისე, როგორც „პრიუსის“ ხელსაწყოების დაფა მკარნახობდა. შედეგი სახეზეა! უფრო სწორად ფოტოზე. 34.9 ანუ დაახლოებით 6.7 ლიტრი 100 კილომეტრზე. ეს კი ზუსტად ნახევარია. აქედან დასკვნა - გასაღები მართვის სტილშია და არა აკუმულატორების რაოდენობაში. „ტოიოტა“ სხვაზე ადრე მიხვდა ამას და მიგვაჯაჭვა ხელსაწყოების დაფაზე გამოსახულ ციფრებს ისედაც დანერვოზებული ხალხი. მოკლედ, შეიძინეთ ნებისმიერი დაბალკუბატურიანი და შედარებით ახალი ავტომობილი „პრიუსის“ ფასად და გარწმუნებთ, უფრო დიდხანს იცხოვრებთ.

 

ერთი რამე გამომრჩა, კონდიციონერიც ჩართული მქონდა და ახლა ვნანობ, თორემ ეჭვი მაქვს „პრიუსის“ შედეგსაც დავსვავდი“, - წერს მევლუდ მელაძე.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი