logo_geo
ზაზა დავითაია: ნამდვილი ქართული მზე „ორერამ“ თავის მილიონობით მსმენელთა გულებში ამოიყვანა!
- +

17 ივლისი. 2018. 10:58

 

 

ჟურნალისტი ზაზა დავითაია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ჩემი დაბადების შესახებ ელვა დეპეშა ბიძაჩემს - თემურ დავითაიას გემ „შოთა რუსთაველზე“ ავსტრალიის სანაპიროებთან მიუვიდა, როცა ლეგენდარული „ორერა“ მსოფლიოს გარშემო მოგზაურობდა.

 

იქვე გადაწყდა, რომ ჩემი ნათლია იქნებოდა „ორერას“ კიდევ ერთი დამაარსებელი, მართლაც ლეგენდარული მომღერალი - ზურა იაშვილი!

 

ჩემს სახლში იყრიდნენ თავს ცნობილი კომპოზიტორები და „ორერას“ არგებდნენ თავიანთ კომპოზიციებს...

 

ბავშვობიდან მახსოვს რობერტ ბარძიმაშვილი, ბუბა კიკაბიძე, ნანი ბრეგვაძე...

 

„ღრმა“ ბავშვობიდან მახსენდება „ორერას“ რეპეტიციები, ჩვენს სახლში, გამრეკელის ქ. N 10-ში.

 

პირველი „ორერადან“ დღემდე მათი რეპერტუარი სულ ზეპირად ვიცი, ამ რეპეტიციების შემყურე.

 

„ორერამ“ დაიპყრო მთელი საბჭოთა სივრცე და შემდეგ, მალევე - დედამიწის 5 კონტინენტი!

 

ის არის საბჭოთა სივრცეში პირველი ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი, რომელიც ლეგენდარული „ბითლზების“ პარალელურად დაიბადა!

 

„ორერამ“ ქართული სიმღერის ჰანგები მთელს მსოფლიოს მოჰფინა, მსოფლიოს ხალხებს საქართველო გააცნო და შეაყვარა!

 

სადაც ჩადიოდნენ - იმათ ენაზე მღეროდნენ და იქვე - ქართულად!

 

გაყიდული დისკების (ფირფიტების) რაოდენობით „ორერა“ რეკორდს ამყარებს ყოფილ საბჭოთა სივრცეში და ტოლს არ უდებს „ბითლზებს!“

 

მე ვამაყობ „ორერათი“, რაც ძველი ურარტუს ენაზე ნიშნავს მზის ამოსვლას!

 

ნამდვილი ქართული მზე „ორერამ“ თავის მილიონობით მსმენელთა გულებში ამოიყვანა!

 

აი, ნამდვილი პატრიოტიზმი მშობელი ქვეყნისა!

 

„ორერა... რივორერა რერა...“

 

ორერა!“ - წერს ზაზა დავითაია.

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი