logo_geo
გიორგი გაბედავა: უგულავა თავისუფალია - დემოკრატია „ზეიმობს“ ...
- +

6 იანვარი. 2017. 21:12



ყოფილმა პოლიტპატიმარმა გიორგი გაბედავამ სოციალურ ქსელში თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას შესახებ სტატუსი გამოაქვეყნა:

 

„უგულავა თავისუფალია - დემოკრატია „ზეიმობს" ... საინტერესო ფაქტია... ადამიანმა ნახევარ თბილისს წაართვა ქონება, უამრავი ადამიანი გააუბედურა და უმოკლეს ვადაში დამთავრდა სასჯელი, ეს ქვეყანაა? უდანაშაულო ხალხი დღემდე ციხეშია და სამართლიანობის აღდგენის მოლოდინშია, სინამდვილეში კი მხოლოდ „ნაცების" დაცვა-რეაბილიტაციის მეტს არაფერს არ აკეთებს მთავრობა. უგულავას გასეირნება მატროსოვზე არ იყო ხალხის დაკვეთა! ხალხის დაკვეთა იყო „ნაცოძრაობის" რეჟიმად გამოცხადება-გასამართლება და რეპრესირებულების რეაბილიტაცია!!! სამწუხაროდ ყველაერი დაპირების საპირისპიროდ ხდება დღეს....  გვყავს ამერიკის ელჩი რომელიც მართავს პროცესებს, 21-ე საუკუნის საბჭოთა კავშირია ამერიკა, ადრე თუ მოსკოვს ეკითხებოდნენ ეხლა დიდი დიღმის საელჩოს ეკითხებიან... შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება",- წერს გაბედავა. 


 

big_banner
არქივი