logo_geo
ზვიად ტომარაძე: სასიხარულო ინფორმაცია! ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!
- +

20 ივლისი. 2018. 21:12

 

 

„საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI“-ის დირექტორი ზვიად ტომარაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„სასიხარულო ინფორმაცია!

გუშინ 19 ივლისს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო (76 მომხრე, 0 წინააღმდეგი) ცვლილებები „მოქალაქეობის შესახებ“ კანონში.

შარშან 30 მაისიდან მოყოლებული მე და ემზარ კვიციანი კანონპროექტით ვითხოვდით, რომ უცხოელებისთვის გამკაცრებულიყო საქართველოს მოქალაქეობის მიღება.

ერთწლიანმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო:

1.უცხოელებისთვის მოქალაქეობის მინიჭებისას არსებული 5 წლიანი უწყვეტად ცხოვრების ვადა გაიზარდა 10 წლამდე.

  1. ფიქტიური ქორწინებების გამოსარიცხად არსებული 2 წლიანი ვადა გაიზარდა 5 წლამდე.
  2. საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭებისას, სავალდებულო იქნება ქართული ენის და ისტორიის ცოდნა.

 

ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!

გააზიარეთ!“ - წერს ტომარაძე.

 

 

big_banner
არქივი