logo_geo
ნინო ჯღარკავა: დემურ მიქაძე აღარაა, მსუბუქი იყოს დემურ გეორგევიჩ შენთვის თბილისის მიწა!
- +

22 ივლისი. 2018. 03:18

 

 

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

„1996 წელი იყო თუ არ ვცდები, ტელევიზიის 1 არხზე ვმუშაობდი, კრიმინალურ თემებს ვაშუქებდი, ხშირად ღამის საათებში გვიწევდა გადაცემის დამონტაჟება და ერთხელაც გვიან დაღლილ დაქანცული მოვედი სახლში, მამაჩემს ვუთხარი ისეთი დაღლილი ვარ, ბაბუაჩემი რომ ადგეს საფლავიდან არ გამაღვიძო-თქო, გვიან მამაჩემი შემოდის ოთახში, შვილო ისეთი გაჭირვებული ქალი დგას კართან, ადექი თუ შეგიძლია მიეხმარე ცოდოაო, რა უნდა მექნა წამოვდექი, ოთახში შავებში ჩაცმული, მგლოვიარე ქალი და ახალგაზრდა ბიჭი იდგნენ, ქალმა ჩემს დანახვაზე ტირილი დაიწყო, დამიჩოქა, მუხლებზე მომეხვია: შვილო შენს იქით გზა არ მაქვს, შვილი დამიჭირეს ყაჩაღობის მუხლით, სახლი რომ გავყიდო ვერ ვუშველი, პატრონი მე არ მყავს, ქმარიც გარდამეცვალა, შენთან მომასწავლეს, ნინო გიშველისო, დამეხმარე შვილო დავიღუპეო, მამაჩემიც აცრემლებული მიყურებს, წადი შვილო, გაყევი თუ რამე შეგიძლია მიეხმარეო, არც ჩანთა ამიღია, თხელი ჟაკეტი მოვიხურე და ღამის 2 საათზე გავყევი უცხო ადამიანებს, თბილისის პოლიციის უფროსი დემურ მიქაძე იყო, გენერალი, საოცარი კაცი, ქალაქელი, კოლორიტი, ვიფიქრე ვთხოვ, იქნებ დამეხმაროს-თქო, შუაღამეს მივადექი კპპს, დარეკეს, თანაშემწემ ნოდარ მახათაძემ მიპასუხა, ბატონი დემური სამსახურშია ვიკითხე ფრთხილად - კი ნინიჩკაა აქაა, მშვიდობა გაქვს? საშვი დაუშვით ნახვა მინდა-თქო, ავედი კაბინეტში, დემურ მიქაძე ჩვეულ ფორმაში ,კოსტუმით ჰალსტუხით, მკაცრი და თან მომღიმარი დამხვდა, რა იყო შვილო ამ შუაღამეს კაცი მოკალი? არა ბატონო დემურ, აიი და ავლუღლუღდი, მამიდაშვილი გამითხოვდა, მერე კაცო ქორწილში მეპატიჟები? არა დემურ გეორგევიჩ სიძე დაგიჭერია შენ, ჯერ არ მინახავს და უკვე დაგიჭერია-თქო, მოვიგონე ცოცხალი ტყუილი, რას ამბობ კაცო ეს რა მითხარი? რა გვარია? ჩუმად ჩავხედე ფურცელზე დაწერილ გვარს და ვუპასუხე, აიღო ტელეფონი კპზ მომეცით ჩასძახა, ეს კაცი სასწრაფოდ გამოაგდეთ და გასასვლელში ნინოს დაახვედრეთო, წადი ახლა და ქორწილი არ გამომაპაროო, 12წლიანი ციხე ემუქრებოდა იმ უბედურს, გამოვედით, გარეთ ატირებული დედა დიდხანს კოცნიდა შვილს, მერე ჩასხდნენ მანქანაში და გაქრნენ... დამტოვეს შუაღამეს პოლიციის კართან, ვდგავარ და ცრემლები მომდის, რა ვქნა ფული არ მაქვს, სახლში ვერ წავალ, დემურთან რომ ავიდე და მანქანა ვთხოვო ,კაცი გადაირევა 12 წლიანი სროკიდან კაცი გაჩუქე და სახლში არ წაგიყვანესო, ხოდა იქვე სპეცრაზმის უფროსს თემურ მღებრიშვილს მივუკაკუნე ფანჯარაზე, თემურმა გამოიხედა რა გჭირს ნინიჩკა რა გინდა აქ შუაღემეს, თუმცა ვიცი ვიღაც ნაძირალას უშველიდი და დაგტოვეს ხომო.. დაქოქა თავის შავი მარშუტკა, ჩართო სირენები და სულ ჩხუბით მიმიყვანა სახლამდე, მას მერე არც იმ ქალზე მსმენია რამე და არც ჩემს ვითომ სიძეზე, არც დემურ მიქაძემ იცოდა სიმართლე... ასეთი კაცები იყვნენ მაშინ პოლიციაში, დღეს დემურ მიქაძე აღარაა, მეტკინა, მინდოდა მოვეფრებოდი, მსუბუქი იყოს დემურ გეორგევიჩ შენთვის თბილისის მიწა, ნათელი დაადგეს მის ხსოვნას!”, - წერს ნინო ჯღარკავა.

 

 

big_banner
არქივი