logo_geo
ლალი მოროშკინა: ტურისტული სეზონის ზმანებანი....
- +

23 ივლისი. 2018. 13:16

 

 

პიარმენეჯერი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ტურისტული სეზონის ზმანებანი...

2010 წელს ბათუმში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია ტურიზმის თემაზე, მეც გახლდით წარმოდგენილი, როგორც P.R. ტურიზმში - ნაშრომის ავტორი.

 

ჩემი შენიშვნები იწყებოდა ტურისტულ ზონებში საიდენტიფიკაციო სიმბოლიკის არქონიდან-სერვისის არქონამდე...

 

(„შერატონი“ - არაა ბათუმის სიმბოლო, ამ ქალაქს გაცილებით სხვა დატვირთვა და დიდი ისტორია აქვს).

 

გამოხდა ხანი... და არაფერი შეიცვალა იმის გარდა, რომ ბათუმი საცობებიან, დაბინძურებულ, ეკოკატასტროფის სიმბოლოდ მოგვევლინა, ქობულეთი სომხების ხარჯზე აშენდა და დამშვენდა... გურიაზე ოდნავ მოგვიანებით...

 

არიან ტურისტები აჭარაში? - კიბატონო, ოღონდ ძირითადად არაბები და ცოტა სლავები (არაბებმა მოახერხეს სახელის გატეხვა აბაზანებში ცხვრის დაკვლის ფაქტებით).

 

ადვილად ქირავდება ბათუმის ცათამბჯენები? - არა!

აჭარას აქვს თავისი ტურისტული იერსახე - არა!

მოვლილია ქალაქის მეორე და მესამე ზოლი - არა!

 

შესაბამისად, თავის ქვეყანაში დაბრუნებული, ფასებით და დაბინძურებული ჰაერით უკმაყოფილო ტურისტი უკან აღარ დაბრუნდება. ხოლო 5* სასტუმროები ვერ იქნება რეგიონის კეთილდღეობის მაჩვენებელი.

 

იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ მორიგი მეჩეთის აშენება-არაშენებასთან დაკავშირებული კომენტარები აჭარის თავკაცისთვის დამოკლეს ხმალივით აილესა და ძალიან თხელ ბაწარზე კიდია! შე კაცო გეცლია პაწა ხანს, ჩავლო საკურორტო სეზონს და მერე მიგეხედა მუსლიმი ძმებისთვის, რაღა ახლა უფრიალებ წითელ ალამს ქვეყნის ქრისტიანულ ნაწილს. აკი პატრიარქმა ბრძანა, რომ საქართველოში უამრავი მოქმედი მეჩეთია, თურქეთში კი არცერთი მოქმედი ეკლესიაო...

ეს ისე... არაფერი პირადული.

უბრალოდ ისევ ამ ოხერი PR-ის არცოდნა რომელიც ბუა კი არაა, არამედ ინგლისურიდან თარგმანში საზოგადოებასთან ურთიერთობას ნიშნავს! დაელაპარაკეთ ხალხს! მოაწყვეთ ღია დებატები. შეკრიბეთ აჭარის ღრმად პატივცემული მუსლიმები და ძირძველი ქრისტიანები, გაიხსენეთ ხევისბერობა, თორემ ამერიკის და ევროპის დიპლომები, ვაი რომ ბევრი გვაქვს ნანახი გაცვეთილი და ბღუჯა-ბღუჯა ურნაში ჩაყრილი!

 

რაც შეეხება ქობულეთს, აკი ვთქვი მეტ წილად სომხების ხარჯზე დამშვენდა და ზუსტად იმ სომხებს აუწიეს ტარიფები (მადლიერების ჩვენებური ფორმა). ხოდა მოძმეებმა არ დააყოვნეს და მიწები იყიდეს ახლო-მახლო მთლა იაფში და ახლა თავადვე მასპინძლობენ თავისიანებს, სამაგიეროდ ქობულეთელები სხედან ნახევრად ცარიელ სასტუმროებში და შარშანდელ, მადლიან წელს მისტირიან...

აბა რა გეგონათ?

მუშაობს ის ვინც ხარისხს ინარჩუნებს, ზრუნავს განვითარებაზე და მუდმივ მომხმარებელს (პასტაიანნი კლიენტს) ფასს არ უზრდის-პირიქით! ესეც PR და მსოფლიო პრაქტიკაა და კიდევ ბონუსების სისტემა! ჩვენ კი ტრადიციულად ვინც გვაცმევს იმას ვხდით, ბონუსი არა, კვატი.

 

აი შეკვეთილზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტზე, ლანჩხუთის პატრულზე და

ზოგადად გურიაზე შემდეგ სერიაში ვისაუბროთ...“ - წერს ლალი მოროშკინა.

 

 

 

big_banner
არქივი