logo_geo
ირაკლი შიხიაშვილი: ჩემთვის მერაბ მეტრეველს ძუკნა ძაღლის ფასი აქვს!
- +

23 ივლისი. 2018. 22:52

 

 

„ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსის“ ხელმძღვანელი ირაკლი შიხიაშვილი სოციალურ ქსელში ჟურნალისტს მერაბ მეტრეველს შემდეგი სახის პოსტით მიმართავს:

 

„აი ვისნაირები ებრძვიან პროექტ- „გეორგიას“!

დიახ, ამოვაძრობ ენას!

ყველა ადამიანს, რომელსაც ეროვნული თვითშეგნება, სამშობლოს მიმართ პასუხისმგებლობა არ გააჩნია, ძუკნა ძაღლის ფასი აქვს ჩემთვის!

სწორედ ისეთებს, როგორიც მერაბ მეტრეველია!

მისნაირი უხერხემლო, უთავმოყვარეო რენეგატების გამოა, რომ დღეს ლამის ზიზღით გვიყურებს მთელი კავკასია! თან მენტორობას იჩემებენ და ჭკუას გვასწავლიან! საზოგადოებრივი აზრის შექმნას ცდილობენ!

როდესაც ერს, სახელმწიფოს უთავმოყვარეოდ თვლიან, მას ყველაფერს კადრებენ და უბედავენ!

აი ესეთი პოზიციაა ყველაზე დამღუპველი ჩვენთვის! მაშინ ჩვენ გაქრობისთვის ვიქნებით განწირულნი!

აი ეს არ ესმით და ეს არ უნდათ გაიგონ, მეტრეველს და მისნაირ მაძუნგალებს!

P.S. მომიტევეთ აღელვებისთვის“, - წერს შიხიაშვილი.

 

 

big_banner
არქივი