logo_geo
ლუკა კურტანიძე: ბედნიერი ვარ, რომ ჩვენს სამშობლოს ჰყავს ასეთი ადამიანი!
- +

25 ივლისი. 2018. 19:41

 

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ლუკა კურტანიძე სოციალურ ქსელში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ წერს:

 

„ეს წუთებია რაც ტელევიზიით „პირველ არხზე“ ვუსმენდი ერისკაცს, ბიძინა ივანიშვილს, ყოველ მის ნათქვამ თუ უთქმელ სიტყვას... ვაანალიზებ და ვაფასებ! ბედნიერი ვარ, რომ ჩვენს სამშობლოს ჰყავს ასეთი ადამიანი! არა მხოლოდ კარგი სიტყვებით მოლაპარაკე, არამედ უამრავი გაკეთებული საქმით დატვირთული ადამიანი და რაც მთავარია, დაუღალავი მიზნებით დასახული ერის კაცი, ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად! ბედნიერი ვარ თუნდაც იმით, რომ ვიცნობ და მისაუბრია მასთან! ვერ გავბედავ და არ ვიტყვი, რომ ერისკაცის მეგობარი ვარ, რადგან ის თავისი ათწლეული ქმედებით და საქმით სამშობლოს მიმართ ბუმბერაზი ადამიანია! მე იმითაც ძალიან ძლიერი ვარ, რომ ჩვენ გვაქვს ერთი სამშობლო და ამ სამშობლოს ჰყავს იმედად ერისკაცი ბიძინა ივანიშვილი! ღმერთმა დალოცოს ჩვენი საქართველო და თქვენი სიცოცხლე“, - წერს ლუკა კურტანიძე.

 

 

 

big_banner
არქივი