logo_geo
ამირან ბუთურიშვილი: სამწუხარო ინფორმაცია...
- +

25 ივლისი. 2018. 19:43

 

„სამწუხარო ინფორმაცია. გარდაიცვალა ჭიდაობის ქართველი ლეგენდა - ვახტანგ ბალავაძე (1926-2018)“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ამირან ბუთურიშვილი წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„20 ნოემბერს 92 წელი შეუსრულდებოდა.

 

ვახტანგ ბალავაძე დაიბადა სამტრედიის რაიონის სოფელ ღანირში - ქართველი მოჭიდავე (თავისუფალ სტილში), სამბისტი (73 კგ). 1955 წელს მიენიჭა სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატის, ხოლო 1971 წელს - სსრკ დამსახურებული მწვრთნელის წოდებები. ქალაქ თბილისის საპატიო მოქალაქე (1999).

 

1951 წელს დაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის სახელმწიფო ინსტიტუტი, 1956 წელს - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. პირველი ქართველი მსოფლიოს ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში (1954, ტოკიო). მეორედ მსოფლიოს ჩემპიონი გახდა 1957 წელს (სტამბოლი). მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის (თეირანი, 1959) და ოლიმპიური თამაშების (მელბურნი, 1956) ბრინჯაოს პრიზიორი. სსრკ ხუთგზის (1952, 1953, 1954, 1955, 1957) ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში. სსრკ ხალხთა I და II სპარტაკიადების მეორე პრიზიორი (1956, 1959). სსრკ ჩემპიონი (1952) სამბოში. ბუქარესტის ახალგაზდრობის I მსოფლიო ფესტივალის (1953) ჩემპიონი. ბუდაპეშტის (1954), სტოკჰოლმის (1954), გეტებორგის (1954), ესკალსტუნის (შვედეთი, 1954), თეირანის (1957), თავრიზის (1957), ტოლედოს (აშშ- 1958) საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვებული. ახასიათებდა ჭიდაობის თავისებური ლაღი, რაინდული სტილი, რისთვისაც საფრანგეთში მას „ჭიდაობის პროფესორი“, ხოლო იაპონიაში „ჩემპიონთა ჩემპიონი“ შეარქვეს. 1960 წლის რომის ოლიმპიადის მონაწილე. ვახტანგ ბალავაძე არის ავტორი წიგნებისა „ქართველი ფალავნები მსოფლიო და ოლიმპიურ შეჯიბრებებზე“ (1961), „ფალავნები ხალიჩაზე“ (1968). თანაავტორია სახელმძღვანელოებისა „კლასიკური ჭიდაობა“ (1965) და „თავისუფალი ჭიდაობა“ (1970).

 

დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ (1972, 1976), ხალხთა მეგობრობის (1980), ღირსების (1996), ვახტანგ გორგასლის მე-2 ხარისხის (2002) ორდენებით და სხვადასხვა მედლებით. ჭიდაობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის დაჯილდოვდა ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის FILA-ს ოქროს ორდენით (1997). საქართველოში სპორტისა და ოლიმპიური მოძრაობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, დაჯილდოვდა საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ორდენით (2006)“,  - წერს ბუთურიშვილი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი