logo_geo
ვინ არის ნიკა გვარამიაზე თავდასხმის მონაწილე, რომელიც მომხდართან კავშირს აღიარებს
- +

7 იანვარი. 2017. 22:57


 


ტელეკოპანია „მაესტროს" ერთ-ერთი დამფუძნებლის, ლევან გაჩეჩილაძის შვილი, რატი გაჩეჩილაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ „რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორთან დაკავშირებული ინციდენტის მონაწილეა.

 

„ღიად ვაცხადებ: ეს შემთხვევა, რომელიც რესტორან „Dinning room"- ში მოხდა იყო ჩემი რეაქცია იმ ფიზიკურ და მორალურ შეურაცხყოფაზე, რომელიც მე და ჩემმა ოჯახმა განვიცადეთ განვლილი წლების განმავლობაში გვარამიას და არა მხოლოდ მისგან. ჩემს გარდა იმ ინციდენტში არ მონაწილეობდა არავინ!

 

ცხადია, მისი მამის გარდაცვალების შესახებ არ ვიცოდი და არც შეიძლება მცოდნოდა.

 

ადვოკატთან ერთად დღესვე, მე თვითონ გამოვცხადდები შესაბამის უწყებაში", - წერს რატი გაჩეჩილაძე სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას დღეს რესტორანში თავს დაესხნენ.


ინციდენტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.


 

big_banner
არქივი