logo_geo
დარეჯან ლიპარტელიანი: უგულავა, რაც დაჭერამდე იყო, ყალბი და ტვინის გამომრეცხავი, იგივე დარჩენილა...
- +

8 იანვარი. 2017. 04:09


 


ჟურნალისტი დარეჯან ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:


„ციხიდან გამოვიდა... ასე თქვა, გამიშვით დედა მენატრებაო და უცებ, სამებაში კი ამოყო თავი...

 

ყველას ეგონა, მონატრებულ შვილებს მოეფერება, ამ შობა დღეს მაინც დაისვენებსო და მტრისას მან გააკეთა... შობა დღეს, მან ნაცების ჩაოხრებული ადგილების წმენდას შეუდგა და იმ ნეხვებზე ლაპარაკით, მართლა უზომოდ აიქაფა პირი. მოკლედ, ეს ავანტიურისტი გიგი უგულავა, რაც იყო დაჭერამდე, ყალბი, დორბლებით მოსაუბრე, აგრესიული ს, მოტლიკინე ტიპაჟი, სწორედ რომ ისეთივე და იგივე დარჩენილა... ხოდა... ამ ენაწაგდებულმა გიგი უგულავამ, რომელსაც სააკაშვილზე ნაკლები ბოროტება მართლა არა აქვს გაკეთებული ქართველი ხალხისთვის (მაპატიეთ მის მიერ მოსყიდულმა, ქალაქურმა ბომონდმა, რომლებიც ბიუჯეტის თანხებით, უგულავასთან ერთად, 9 წელი რომ გრიალებდით და გუგუნებდით),- სწორედ იმას ვამბობდი, რომ დაშლილ-დანგრეული ნაცების გასამთელებლად და სასამართლოს დამოუკიდებლობის იმიჯის აღიარებისთვის, უგულავას ციხიდან გამოშვება, ღირდა, ანდა აუცილებელი იყო, თუ რა ხდება? 7 ნოემბრისა და 26 მაისის, ციხის ბუნტისა და ასევე, სხვა მრავალი ძალადობის ავტორისთვის, ასეთი რიტორიკითა და ენის მოჩლექვით საუბარი ზოგიერთი პოლიტიკოსისგან, მართლა აუცილებელია, თუ ეს „ბულკივით ბიჭი გიგი უგულავა", ტყუილად გყავდათ დაჭერილი?... ისე, ახალწელს, ზუსტად 1 იანვარს რომ გვესტუმრა, ამერიკიდან ერთი, ახალგაზრდა ამერიკელი პოლიტიკოსი, ნეტავ რა უნდოდა, კონკრეტულად რა თემებზე ჩამობრძანდა საქართველოში, მიშას მოყვარული და მასზედ დაფანატებული, მეგობარი მაკკეინი?... მეტი არაა ჩემი მტერი, ამ კითხვაზე ვინმემ არ მიპასუხოს, მაგრამ უახლოეს დღეებში ჯო ბაიდენსაც ხომ არ ველოდებით შემთხვევით და ვანო მერაბიშვილსაც ხომ არ დავასწრებთ ნაცების ყრილობას?!)... ამაზეა ეტყობა ნათქვამი, ვაი ჩვენს პატრონს უბედურსო!" - წერს დარეჯან ლიპარტელიანი.



 

big_banner
არქივი