logo_geo
ნოე სულაბერიძე: მზად ვართ, ნებისმიერს შევეჯიბროთ ქვეყნის პატრიოტიზმში...
- +

29 ივლისი. 2018. 20:52

 

„ეს ორი დღეა განსაკუთრებული ვნებათაღელვაა „პრაიმშოუს“ ბოლო გადაცემის მზიურის ნაწილზე, სადაც ყელსაბამები ჩანს“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პროდიუსერი ნოე სულაბერიძე წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„1. ერთი კვირა ტრიალებდა ანონსი ტექსტით „საბჭოეთის ნოსტალგიის გარეშე“, სადაც მოხდა ცნობილი ფილმის ანსაბლ მზიურის შესახებ გაცოცხლება.

 

  1. იმავე სიუჟეტში ხაზგასმით ვამბობთ - საბედნიეროდ, ეს ყელსაბამები ცუდ ისტორიას ჩაბარდა და მათი დატვირთვა არის მხოლოდ ჩვენთვის/თქვენთვის პატივსაცემი ქალბატონების დაბრუნება ბავშვობაში, სადაც მათ ნიჭს თან ახლდა ანექსირებული წყობა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, როგორც ფილმში, სპექტაკლში შეიძლება გამოყენებული იყოს ნებისმიერი, საბჭოური, თუნდაც ნაცისტური ატრიბუტიკა, ასევე მოხდა „პრაიმშოუში“, რომელიც იმ ნაწილში რიმეიქის ხასიათს ატარებდა.

 

  1. ნაწილ თქვენგანს მთლიანი გადაცემა სავარაუდოდ, ნანახი არ აქვს და შესაბამისად, მოჭრილი გაზიარებული სიმღერებიდან, რა თქმა უნდა, შეიძლება, სხვა აზრის გამოტანა, თუ შინაარსი არ იცი და არ გიყურებია, თუმცა...

 

  1. თუმცა, ბოლოს მინდა გითხრათ, რომ... მზად ვართ, ნებისმიერს შევეჯიბროთ ქვეყნის პატრიოტიზმში... არავიზე ნაკლებად არ გვადარდებს სამშობლოს შიგნით არსებული მავთულხლართები (და ამაზე არაერთი გადაცემა გვაქვს გაკეთებული)... არავიზე ნაკლებად არ გვტკივა და არ გვეამაყება ჩვენი გმირები!.. არავიზე ნაკლებად არ ვფიქრობთ, რომ რუსეთი ოკუპანტია!

 

p.s. განსაკუთრებული აღშფოთებითა და აგრესიით მყოფ ჩვენს მეგობრებს კარგ დასვენებას და მშვიდ გარემოში ყოფნას ვუსურვებ“, - წერს ნოე სულაბერიძე.

 

 

 

big_banner
არქივი