logo_geo
ხათუნა ხოფერია: ჯერ ანგარიში არ გახსნილა, მაგრამ ძალზედ საინტერესო მატჩი გველოდება...
- +

30 ივლისი. 2018. 18:18

 

 

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„თამაშის მე-5 დღეს წინ გაიჭრა ნაცახვრების ფორვარდი ვაშაძე... ჩააწოდა მარჯვენა კუთხეში...

 

გრიგოლ ვაშაძე: „ახლა ძალიან „ევროპულ საქართველოს“ რომ ეძახიან თავის თავს, ყველაფერი უბედურება რომ მაგათი გაკეთებულია და მერე გავიდნენ პარტიიდან და ჰგონიათ, ხალხს დაავიწყდება ეს უბედურება ვისი გაკეთებული იყო, ის შეცდომები და დანაშაულები...“

 

ააა... მდგომარეობა ძალზედ დაძაბულია... ევროახვრების თავდამსხმელმა ჩორგომ უკან დაიხია და დაცვაში ჩადგა...

 

თამარ ჩერგოლეიშვილი: „ჟურნალისტებთან თხოვნა მექნება, ამ მამაკაცს (გრიგოლ ვაშაძეს) ჩამოათვლევინოთ კონკრეტულად რა „დაუვიწყარ უბედურებებს“ გულისხმობს:

 

1) ომი?

2) 7 ნოემბერი?

3) პატიმრებთან არაადამიანური მოპყრობა?

4) კერძო საკუთრების ხელყოფა?

5) TV იმედის დარბევა?

 

კონკრეტულად ვის ადანაშაულებს, ეგეც თქვას.

 

მიშა სააკაშვილის როლი როგორია ამ მოვლენებში - ეგეც დააზუსტოს.

 

ცხადია, ჩვენც არ დავაკლებთ მცდელობას რომ პასუხები მივიღოთ.

 

გრიგოლ ვაშაძე - მოგვიყევით უფრო კონკრეტულად“,

 

დიახ, ჯერ ანგარიში არ გახსნილა, მაგრამ ძალზედ საინტერესო მატჩი გველოდება...

 

ოოო... ბურთი ღელავს, ხალხი ბადეშია!!!“ - წერს ხოფერია.

 

 

big_banner
არქივი