logo_geo
კობა დავითაშვილი: მეტის მოთმენა შეუძლებელია!
- +

30 ივლისი. 2018. 19:34

 

 

„უმორჩილესად გთხოვთ ყველას, სასწრაფოდ გააზიაროთ ეს პოსტი, რადგან მეტის მოთმენა შეუძლებელია!“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარლამენტის ყოფილი დეპუტატი კობა დავითაშვილი წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაცია არ იკმარა და მისი ლეგალიზაციის გადაწყვეტილება მიიღო!

 

მივმართავ ყველა კონსერვატული, ტრადიციული თუ რელიგიური მიმართულების პოლიტიკურ, საზოგადოებრივ და რელიგიურ ორგანიზაციებს:

 

გავერთიანდეთ და შევაგროვოთ 200 000 ხელმოწერა საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად, რათა:

 

1) შეიცვალოს სასამართლო სისტემა, გატარდეს სასამართლო რეფორმა და გაუქმდეს საკონსტიტუციო სასამართლო;

 

2) დაემატოს „ადამიანის თავისუფალი განვითარების უფლებას“ დათქმა, რომ ეს უფლება არ მოიცავს თვითგანადგურების, დეგრადირებისა და თვითდაზიანების უფლებას“, - წერს დავითაშვილი.

 

 

big_banner
არქივი