logo_geo
მაია კახიძე: შეჩერებული წამი...
- +

3 აგვისტო. 2018. 15:06

 

ჟურნალისტი მაია კახიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„შეჩერებული წამი

~~~~~~~~~~~~~~~

ზოგჯერ მართლა მომენატრება ხოლმე გამომცემლობა, სადაც ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი წლები გავატარე. ეს ფოტო მეხუთე სართულზეა გადაღებული, ლიფტიდან მარცხენა მხარეს, სადაც დიდი ფოიე იყო და მერე იწყებოდა კორიდორი, მარჯვნივ, პირველივე კარში გაზეთი „ასავალ - დასავალი“ ბინადრობდა თავის რედაქტორიან, ფოტოკორეპონდენტიან - ჟურანლისტებიანად. ჩქეფდა სიცოცხლე, პაწია აუზიც გვქონდა, ფანჯარასთან იდგა ჩემი დიდი მაგიდა, იქვე შიდა ტელეფონით პირდაპირ რედაქტორთან, მოპირდაპირედ ჩემი ვანიჩკა პავლიაშვილის მაგიდა იყო, მარჯვნივ - ნუგზარ აფხაზავასი და იქით დანარჩენების. ვშრომობდით 24 საათი და გვიყვარდა ერთმანეთი.

 

მერე კი ვერაგულად წაართვეს ყველას ყველაფერი.

 

არ იყო ადვილი ლაშა ნადარეიშვილთან მუშაობა, იმიტომ, რომ საუცხოო პროფესიონალია და შენგანაც იმაზე მეტს ითხოვს, ვიდრე ერთი ადამიანი ხარ. ამან გამაკაჟა და გამომაწრთო კიდეც. სხვა რედაქტორებიც მყავდა, მაგრამ ლაშა ნადარეიშვილი გამორჩეული პიროვნებაა, კარგი პოეტი, წიგნიერი ადამიანი და ახლაც დიდი სითბოთი ვხვდებით ერთმანეთს. ჩვენი პროფესიული დუეტი ნამდვილად შედგა და ახლა ჩემს არქივში ვნახე თუ არა ეს ფოტო, გული ამიჩქარდა. ყოველი კადრი ხომ შენი წამია, შენი ისტორიანი და ამ ფოტოზე სწორედ ის ისტორიაა, მე, „ასავალ-დასავალი“ და ლაშა ნადარეიშვილი რომ ჰქვია.

 

პ.ს. არაფერი ღირსშესანიშნავი დღე არ არის 3 აგვისტო, უბრალოდ, არაჟურნალისტურად ამიჩუყდა გული, ჰო, მონატრებისგან...“ - წერს მაია კახიძე.

 

 

 

big_banner
არქივი