logo_geo
„შეიგნეთ ეს!“ - დეა შაფათავა ჟურნალისტებს მიმართავს...
- +

7 აგვისტო. 2018. 21:07

 

დეა შაფათავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ყველა მას-მედიის საშუალება, ვინც დამნაშავედ ცნობილ ყოფილ პრეზიდენტს ალაპარაკებთ და უთმობთ საეთერო დროს, დამნაშავეები ხართ და მისი დანაშაულის თანამონაწილეები (მანქანაში ჩავრთე და მაიძულეს, მესმინა მისი ბოდვებისთვის).

 

ეს არ არის დემოკრატია, შეიგნეთ, ეს დანაშაულია ქართველი ხალხის წინაშე, ასმენინოთ დამნაშავე და გასამართლებული ექს-პრეზიდენტის გამოსვლები!

 

დემოკრატია სხვა ყველა სიკეთესთან ერთად ზუსტად რომ გულისხმობს დამნაშავის დასჯას და უდანაშაულოს გამართლებას. სამართლიან და თანასწორუფლებიან საზოგადოებას (არა დაუსჯელი დამნაშავეებისათვის, არა!) და არა კრიმინალებისთვის ხმის ამოღების და მცდარი აზრების თავს მოხვევის საშუალების მიცემას.

 

შეიგნეთ ეს!!

 

P.S. ქედს ვიხრი აგვისტოს ომში უდანაშაულოდ დაღუპული ადამიანების წინაშე. ვუთანაგრძნობ მათ ოჯახებს და ობლად დარჩენილ ბავშვებს“, - წერს შაფათავა.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი