logo_geo
რაიან და ლორა სმიტების საჩუქარი კლინიკას… – წარწერა, რომელიც გულს აგიჩუყებთ
- +

7 აგვისტო. 2018. 23:27

 

ლევან თაქთაქიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს ფოტოებს, რომლებიც ღუდუშაურის კლინიკაშია გადაღებული. ფოტოების ავტორის თქმით, ამ სავარძლით ქალბატონი კლინიკაში მიიყვანეს და მასზე გაკეთებული წარწერა შეამჩნია.

 

ლევან თაქთაქიშვილი წერს:

 

„ღუდუშაურის კლინიკაში ვიყავი და რენტგენზე ფეხი გადავიღე. რომ გამოვდიოდი, ამ სავარძლით ქალი შემოიყვანეს. ნახეთ სავარძელს რა ეწერა…“

 

წარწერა კი შემდეგნაირია:

 

„რაიან და ლორა სმიტების საჩუქარი სამეანო განყოფილებას…“

 

შეგახსენებთ, რომ ეს ამერიკელი ცოლ-ქმარია, რომელიც შვილთან ერთად ხადას ხეობაში მოკლეს… საზარელი მკვლელობისთვის ქართველი მწყემსი, მალხაზ კობაურია ბრალდებული.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი