logo_geo
ზვიად კვაჭანტირაძე: მადლობა შენ, რომ შობა ასე გაგვილამაზე!
- +

8 იანვარი. 2017. 21:36


 

საპარლამენტო უმრაბლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აზიარებს და სტატუსს აქვეყნებს:

 

„დაჩი ჩხაიძე ოზურგეთიდან!

 

გილოცავ შობა-ახალ წელს! ყველა სიკეთესთან ერთად ღმერთმა მოგცა ნიჭი და ხალისი ასეთი სიყვარულით იმღერო და დაუკრა ფანდურზე. გისურვებ არ მოგკლებოდეს ღვთის მადლი, ბედნიერება, სიხარული და სიყვარული! დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მაგარი ბიჭი ხარ და უმაგრესი კაცი დადგები!

 

მადლობა შენ, რომ შობა ასე გაგვილამაზე!

 

დაჩი როგორც ჩანს facebook-ზე არაა და ჩემო ოზურგეთელო მეგობრებო, იქნებ მომაძებნინოთ...

 

შობას გილოცავთ ყველას!" , - წერს კვაჭანტირაძე.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი