logo_geo
გიორგი ფოფხაძე: ახლა კარგად მომისმინეთ! მართლა ამოვიდა ყელში ყველაფერი!..
- +

8 აგვისტო. 2018. 14:06

 

ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ახლა მომისმინეთ კარგად, ქოცმაც, ნაცმაც, ევროქოცმაც, მემარჯვენებაც, მემარცხენემაც, ქართველმაც, აფხაზმაც, ოსმაც, რანმაც, ჭანმაც, ფრანგმაც, ბელგიელმაც და ჩინელ-ჰინდუმაც, დასაბამიდან საქართველოს სახელმწიფოს შექმნისა ვიდრე დღემდე, არც ერთ ომში, ვიმეორებ არც ერთ ომში, საქართველო დამნაშავე არ ყოფილა და არც იქნება და თუ დაიწყო საქართველომ ომი, ესე იგი ასე იყო საჭირო. ჩვენ ჩვენი ისტორიის მანძილზე უამრავი ომი დაგვიწყია და წაგვიგია, მერე? მაშინ ერეკლე მეფე გავაკრათ ჯვარზე, ან სხვა მეფენი. მურვან ყრუსთან 8 ომი წავაგეთ ხო და დავიხოკოთ ამაზე ღაწვები, 700 წელი თბილისს არაბები მართავდნენ და მაშინ ვიყიყინოთ ამ ყველაფერზე... დაიმახსოვრეთ კარგად, ჩვენი წინაპრები ომებს აგებდნენ მაგრამ, ამაზე ტრაგედიას არ ქმნიდნენ, უბრალოდ ამ წაგების მიზეზებს იკვლევდნენ და დამნაშავეს სჯიდნენ, შემდგომში რომ მოეგოთ... მოდით, ქართველების დადანაშაულების ნაცვლად, ავდგეთ და „გამარჯვებული ერის“ იდეოლოგია შევიმუშაოთ, ვასწავლოთ მომავალ თაობებს, რომ გამარჯვებით ვიაროთ. სანამ ამ იდეოლოგიას არ შევქმნით, ომსაც წავაგებთ, კალათბურთსაც, ფეხბურთსაც და სახელმწიფოებრიობასაც... იცით რატომ არის ჩემი იდეალი ისრაელი? იმიტომ რომ, ამ ქვეყანას აქვს „გამარჯვებული ერის“ იდეოლოგია და არ ტირის არაფერზე და არ ამუნათებს თავის ქვეყანას ნებისმიერ წაბორძიკებაზე...

 

მიშამ წააგო 2008 წელს? ოკ, მაშინ ავდგეთ და მიშას მოვთხოვოთ პასუხი, არა ომის დაწყებისთვის, არამედ არასწორად გათვლილი სტრატეგიისთვის და არა საქართველო დავადანაშაულოთ მძინარე ცხინვალის დაბომბვაში... ეგრე მძინარე ყიზილბაშებს შევუვარდით ბახტრიონის ომის დროს ქართველები, ერთი მუჭა ქართველებით დიდგორი მოვიგეთ ისე, რომ მძინარე ლაშქარში არეულობა შევიტანეთ... ამიტომ, თვითგვემის ნაცვლად, ვისწავლოთ საკუთარი შეცდომების გაანალიზება, იმ 2008 წლის „სტრატეგოსები“ პარლამენტში და თანამდებობაზე გიზით და დასჯის მაგივრად აწინაურებთ და რომელ გამარჯვებებზე და წინსვლაზე მელაპარაკებით?

 

უკაცრავად ამ ჩემი მწარე სტატუსისთვის მაგრამ, მართლა ამოვიდა ყელში ყველაფერი“, - წერს გიორგი ფოფხაძე.

 

 

big_banner
არქივი