logo_geo
გია გაბრიჭიძე: არ მინდა პათეტიკური სადღეგრძელოს დაწერა ფესვზე, მიწაზე... არც გინება მინდა!
- +

8 აგვისტო. 2018. 20:28

 

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს:

 

„ახლა მომიყვა ჩემმა მეგობარმა:

– გუშინ ერთმა ნაცნობმა ქალბატონმა დამირეკაო, რამდენიმე ჰექტარი მიწა მაქვს და გაყიდვა მინდა, 3000 დოლარს ახლავე მოგცემ, გაყიდვის მერე 10%. ქართველები 5 000 ლარზე მეტს არ იძლევიან, იქნებ ვინმე ირანელი, თურქი ან არაბი იპოვოო.

ჩემმა მეგობარმა უთხრა, ახლა კანონია, ვერ გაყიდიო. იმან დასცინა – რას ამბობ, ხუთ წუთში ფორმდება, აგერ ჩემმა მეზობელმა 100 000 დოლარად გაყიდა, ვალებიც გაისტუმრა, მანქანა და ქალაქში ბინაც იყიდაო. მე მაინც გავყიდი, უბრალოდ შენთვის მინდოდა პატივი მეცაო!

ცხადია რუსეთი ოკუპანტია და მიHა თავის ბანდასთან ერთად დედამოტყ@@ნული, მაგრამ ეს „ქალბატონი“? (რომელიც „ლეგიონია!“)

არ მინდა პათეტიკური სადღეგრძელოს დაწერა ფესვზე, მიწაზე, დედის რძეზე, იმაზე, რომ 10 საუკუნის წინ ქართველები... დ.ა.შ.

არც გინება მინდა!

კაროჩე რაა!“ - წერს გაბრიჭიძე.

big_banner
არქივი