logo_geo
კოკა ყანდიაშვილი: 1841 წლის 9 აგვისტო - ისტორიის წიგნებს შემორჩა მხოლოდ, არადა, ეს ხომ გოგორეთის ბრძოლის დღეა...
- +

9 აგვისტო. 2018. 18:01

 

ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„1841 წლის 9 აგვისტო - ისტორიის წიგნებს შემორჩა მხოლოდ, არადა, ეს ხომ გოგორეთის ბრძოლის დღეა. როდესაც გურულმა მეამბოხეებმა - რუსეთის ჯარი დაამარცხეს სოფელ გოგორეთთან.

 

აგვისტოს პირველ რიცხვებში იმერეთის, გურიისა და სამეგრელოს სამხედრო საქმეთა გამგებელი პოლკოვნიკი ბრუსილოვი რეგულარული ჯარის ნაწილებით გურიაში ჩავიდა. 300-მდე ამბოხებული აზნაურ აბესა ბოლქვაძის მეთაურობით ტყეში ჩასაფრდა. ვიწრო ტყიან გზაზე მიმავალ ბრუსილოვის ჯარს წინ კაპიტან გაბაევის (გაბაშვილი) ნაწილი მიუძღოდა. მიახლოებისთანავე გურულებმა ტყიდან ცეცხლი გახსნეს. ბრუსილოვმა ბრძოლაში მთელი თავისი ძალა ჩართო და ცეცხლით უპასუხა, თუმცა წინ წაწევა ვერ შეძლო. რუსეთის ჯარმა შეტაკებაში მოკლულთა და დაჭრილთა სახით 77 კაცი დაკარგა და უკან დაიხია.

 

ბრძოლა აჯანყებულთა გამარჯვებით დასრულდა“, - წერს კოკა ყანდიაშვილი.

 

 

big_banner
არქივი