logo_geo
მარინა ლაგვილავა: არასოდეს დამავიწყდება აგვისტოს ის უსასტიკესი დღეები, რომელიც გორის ჰოსპიტალში გავატარეთ...
- +

9 აგვისტო. 2018. 20:47

 

სასწრაფო დახმარების ექიმი მარინა ლაგვილავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„10 წელი... დიდება გმირებს...

 

არასოდეს დამავიწყდება აგვისტოს ის საშინელი და უსასტიკესი დღეები, რომელიც გორის ჰოსპიტალში და იმ სოფლებში, სადაც ბრძოლები მიმდინარეობდა, გავატარეთ ჩვენმა სამსახურმა. ჰოსპიტლის ეზოდან ხდებოდა ჩვენი ბრიგადების გადანაწილება ცხელ წერტილებში. გორელ კოლეგებთან ერთად თავდაუზოგავად ვშრომობდით დაჭრილი მებრძოლების გადასარჩენად.

 

უმძიმესი დღეები გამოვიარეთ და არ შევშინებულვართ. არც მაშინ, როცა 11 აგვისტოს ბრძანება მივიღეთ, გორი დაგვეტოვებინა და ჩამქრალი ფარებით, დაჭრილ ჯარისკაცებთან ერთად (ზოგ მათგანს ამპუტირებული ჰქონდა კიდურები), კოლონად ვბრუნდებოდით თბილისში, თავზე კი ვერტმფრენები დაგვტრიალებდნენ. სამწუხაროდ ერთმა კოლეგამ არ დატოვა ჰოსპიტალი და ყველამ კარგად იცით, რა ტრაგიკულად დასრულდა მისი სიცოცხლე! მას და დაღუპულ მებრძოლებს მარადიული სასუფეველი! ჩვენ კი ვინც მონაწილეობას ვღებულობდით ამ ომში, ან არ ვღებულობდით, მაგრამ სასოწარკვეთილი ვადევნებდით თვალს მოვლენებს, არასოდეს დაგვავიწყდეს ის შავბნელი, სასტიკი, ულმობელი დღეები...

 

10 წელი.....“- წერს ლაგვილავა.

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი