logo_geo
„მივმართავ სახელმწიფო სტრუქტურებს - შეუწყვიტონ ყოველგვარი დაფინანსება New Studio-ს!“
- +

8 იანვარი. 2017. 22:34


 

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

„New Studio სარეკლამო კლიპებს ამზადებს. მის დამკვეთთა შორის არა მარტო კერძო ბიზნესი, არამედ სახელმწიფო სტრუქტურებიცაა. კლიპი ე.წ. ბოროტ თოვლის ბაბუაზე, რომელიც კეთილ სანტას ფიზიკურად უსწორდება, შეურაცხყოფას აყენებს არა მარტო ჩვენს ეროვნულ ტრადიციებს, არამედ მავნე ზემოქმედებას ახდენს ადამიანთა (ბავშვების) ცნობიერებაზე და ღია პროპაგანდას უწევს ძალადობას. მიზანმიმართულად აღვივებს ნეგატიურ განწყობას ჩვენი ეროვნული პერონაჟის- თოვლის ბაბუის მიმართ.

 

მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს, სასწრაფოდ მოახდინოს რეაგირება და ხსენებული კლიპი მოხსნას ინტერნეტსივრციდან. იმოქმედონ კანონის შესაბამისად.

 

მივმართავ სახელმწიფო სტრუქტურებს - შეუწყვიტონ ყოველგვარი დაფინანსება New Studio-ს!", - წერს ინაშვილი. 


 

big_banner
არქივი