logo_geo
ბიძინა სავანელი: სააკაშვილის, უგულავას და სხვათა მიმართ სისიხლის სამართლის გამოძიება უნდა დაიწყოს!
- +

8 იანვარი. 2017. 22:52


 

ბიძინა სავანელი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

 

„უგულავა პოლიტიკური პატიმარი არ იყო. პოლიტიკური პატიმარი არის პირი, რომელიც არის პოლიტიკური ანუ სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირი, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა პოლიტიკური მოტივით. ჯერ ერთი უგულავა არ იყო პოლიტიკური ანუ სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირი. მეორე, უგულავას დანაშაული არ ჩაუდენია პოლიტიკური მოტივით ანუ არ ჩაუდენია უშუალოდ სახელმწიფოს წინაღმდეგ მიმართული დანაშაული, არამედ ჩაიდინა „რიგითი" დანაშაული. მაგრამ, და რაც მთავარია, 2008 წლის 7-8 აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით სახელმწიფო დანაშაულის ჩადენის გამო სააკაშვილის, უგულავას და სხვათა მიმართ ევროკავშირის საგამოძიებო მისიის მასალების საფუძველზე სისიხლის სამართლის გამოძიება უნდა დაიწყოს, რადგან:

 

წარმომავლობით სააკიანმა, მის მიერ ორგანიზებულმა ბანდამ და მათზე ჩინარად თუ უჩინარად ფულზე მიყიდულებმა:

 

- ერის კუთვნილი ბუნებრივი რესურსებისა და ენერგეტიკული ობიექტების უმეტესობა რუსეთს გადასცა.

 

- კოდორის ხეობაზე შეიარაღებული თავდასხმა მოაწყო და ხეობის დამცველი სვანები განაიარაღა.

 

- კოდორის ხეობა აფხაზეთს მიუერთა, სამხრეთ ოსეთი აღადგინა და მას ახალგორი მიუერთა.

 

- ცხინვალი დაბომბა, რითაც რუსეთს ხელი შეუწყო, რათა მას აფხაზეთისა და ჩრდილო ქართლის ოკუპაცია და ცნობა მოეხდინა, რითაც აფხაზეთში მცხოვრებ ეთნიკურ უმრავლესობას - სომხებს - ეკონომიკური და პოლიტიკური პოზიციები განუმტკიცა.

 

- საქართველოს ისტორიული „ძმის" ოცნების ასახდენად დედაქალაქის გადატანის პერსპექტივით საკონსტიტუციო სასამართლო ბათუმში, პარლამენტი ქუთაისში გადაიტანა, ხოლო მთავრობის ზუგდიდში გადატანას აპირებდა, რის გამოც სომხურმა ვებ-გვერდმა სააკაშვილი გამოჩენილ სომეხთა ოცეულში შეიყვანა...", - წერს სავანელი. 


 

big_banner
არქივი