ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლების ვეტერანი, შავნაბადას ბატალიონის პირველი ასეულის ყოფილი მეთაური მალხაზ თოფურია სოციალური ქსელის მეშვეობით ომბუდსმენ ნინო ლომჯარიას მიმართავს:
„ქალბატონო ნინო 25 წლის წინ შევქმენი ოჯახი სიყვარულით. თქვენს განცხადებებამდე პრობლემები არ გვქონია, მიუხედავად უამრავი გაჭირვებისა. ამ წუთას გწერთ ტელეფონიდან სააბაზანო - ტუალეტში შემალული, გარეთ ჩემი მეუღლე დგას ცოცხაღმართული მეგის ქარდავასავით და ბოლო ხმაზე დაჟინებით გაჰკივის: „გამოეთრიე უნდა განახო ოჯახის უფროსი ვინ არისო!“
უმორჩილესად გთხოვთ, გინდა გეები დააქორწინეთ, გინდა გასაბერ ეკლესიებში ილოცეთ და გირჩებს ემთხვიეთ... იქნებ ამ თემას შეეშვათ, თორემ დეგვენგრა ოჯახი“, - წერს მალხაზ თოფურია.